4. გვერდითი მოვლენები/
დეფექტების აღმოფხვრა
სიმპტომების მიხედვით
თქვენი ექიმი პასუხისმგებელია, გაცნობოთ ხმის
პროთეზური რეაბილ იტაციის რისკებისა და
უპირატესობების შესახებ და მოგცეთ მითითებები, რა
უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ განგივითარდებათ
გვერდითი მოვლენები. თუ არ ხართ დარწმუნებული,
რომ ყველა ინსტრუქცია მთლიანად გესმით, სთხოვეთ
თქვენს ექიმს, განმეორებით აგიხსნათ.
სიმპტომი: ხველა (გამოიწვეული დალევით ან ჭამით),
როცა პროთეზი ადგილზეა.
ყველაზე გავრცელებული მიზეზები: გაჟონვა პროთეზიდან
ან მის გარშემო.
ზომები:
1. გაწმინდეთ პროთეზი Provox-ის ჯაგრისის და/ან Flush-ის
მეშვეობით. საკვების ნარჩენები შეიძლება ხელს
უშლიდეს სარქვლის სათანადოდ დახურვას.
თუ გაჟონვა გრძელდება:
2. დააკვირდით პროთეზს დალევის დროს. სცადეთ
გაიგოთ, პროთეზის ცენტრიდან ჟონავს თუ მის
გარშემო.
ა.) თუ ფიქრობთ, რომ ცენტრიდან ჟონავს, შეგიძლიათ
გამოიყენოთ Provox Vega Plug, ჭამისა და დალევის
დროს, გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. აცნობეთ
თქვენს ექიმს, რომ ახალი პროთეზი გჭირდებათ.
ბ.) თუ ფიქრობთ, რომ გარშემო ჟონავს, ან თუ
შესაერთებელი არ შეაჩერებს გაჟონვას. აცნობეთ
თქვენს ექიმს, რომ შეიძლება გაჟონვა პროთეზის
გარშემო ხდებოდეს.
სიმპტომი: საუბარი უფრო და უფრო გიძნელდებათ.
ყველაზე გავრცელებული მიზეზები: სარქვლის
გაუვალობა, ყელის ქსოვილის შეშუპება (მაგ.
რადიოთერაპიის დროს).
ზომები:
1. გაწმინდეთ პროთეზი Provox-ის ჯაგრისის და/ან Flush-ის
მეშვეობით. შესაძლოა, საკვების ნარჩენები ჰაერის
ნაკადის მოძრაობას აძნელებდეს.
2. თუ ეს არ დაგეხმარათ: დაუყოვნებლივ დაუკავშირდით
თქვენს ექიმს.
სიმპტომები: ტკივილი, გაცხელება, შეშუპება და
გამონაყარი (ერთად ან ერთ-ერთი მათგანი) პროთეზის
ან სტომის ადგილზე.
ყველაზე გავრცელებული მიზეზები: ქსოვილის
ანთება და ინფექციები.
ზომები: დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
სიმპტომები: სისხლის კვალი ჯაგრისზე, გაწმენდის
შემდეგ.
ყველაზე გავრცელებული მიზეზები: ქსოვილის
ანთება და ინფექციები საყლაპავი მილის
მონაკვეთში.
ზომები: დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
5. დამატებითი ინფორმაცია
5.1 მრტ-თან, რენტგენსა და
რადიოთერაპიასთან თავსებადობა
Provox Vega-ს ხმის პროთეზი შეიძლება ადგილზე დარჩეს
TE-პუნქციაში, მრტ-ს, რენტგენის და რადიაციული
გამოკვლევის/თერაპიის დროს. Provox Vega-ს ხმის პროთეზი
თავსებადია მაგნიტურ რეზონანსულ გამოკვლვასთან,
3,0 Tesla-მდე, რენტგენსა და რადიოთერაპიასთან, 70
გრ-მდე. გაითვალისწინეთ, რომ რენტგენოკონტრასტული
სარქვლის ბუდე რენტგენის სურათში ჩანს.
5.2 მოწყობილობის მუშაობის
ხანგრძლივობა
ინდივიდუალური ბიოლოგიური გარემოებების
გათვალისწინებით, მოწყობილობის მუშაობის
ხანგრძლივობა ცვალებადია და შეუძლებელია აპარატის
დაუზიანებლობის პროგნოზირება, უფრო ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში. მოწყობილობის მასალა
შეიძლება დაზიანდეს მაგ. ბაქტერიებისა და სოკოსგან, და
მოწყობილობის სტრუქტურული მთლიანობა საბოლოოდ
გაუარესდეს.
85