5.0 შემოწმება
5.1
RFID-ის საჭდე: თვითშემტაცი მოწყობილობა შეიცავს რადიოსიხშირულ მაიდენტიფიცირებელს (RFID)
(იხ. სურათი 17) RFID-ის საჭდის ინფორმაციას წავიკითხავთ ხელის აპარატებით და ვებპორტალის გამოყენებით,
რითაც გამარტივდება ინვენტარის შემოწმება-კონტროლი და მათი დოკუმენტური აღრიცხვა. დამატებითი
ინფორმაციისათვის დაუკავშირდით 3M-ის დახმარების სამსახურის წარმომადგენელს (იხილეთ უკანა ყდა).
მონაცემების ონლაინზე ჟურნალში გადატანის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ინსტრუქციებში, რომლებიც
მოჰყვება საჭდის წამკითხველ აპარატებს ან ვებპორტალზე.
5.2
შემოწმებათა სიხშირე: თვითშემტაცი მოწყობილობა უნდა შემოწმდეს მე-2 თავში აღწერილ ინტერვალებში.
შემოწმების პროცედურები აღწერილია „ შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში " (ცხრილი 3 ) .
;
;
უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ . ) შეიძლება უფრო ხშირად
იყოს საჭირო შემოწმებები . (იხ . ცხრილი 2 ) .
5.3
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება არაუსაფრთხო
მდგომარეობა ან რაიმე დეფექტი, სასწრაფოდ ამოიღეთ SRD მოხმარებიდან და გადააგდეთ (იხ. თავი 6).
;
;
მოწყობილობის რემონტი ნებადართულია მხოლოდ 3M -ის ან იმ მხარეების მიერ , რომლებსაც მისაგან
მიღებული აქვთ წერილობითი ნებართვა .
5.4
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M-ის თვითშემტაცი მოწყობილობების მუშაობის ხანგრძლივობა
განისაზღვრება მათი გამოყენების პირობებით და ასევე იმით, როგორ ხდება მათი მოვლა და შენახვა. პროდუქტი
ვარგისია მოხმარებისთვის მანამდე, სანამ უსაფრთხოების შემოწმებას წარმატებით გადის (პროდუქტის
მაქსიმალური საექსპლუატაციო ვადის ფარგლებში). საფეიქრო ქსოვილის მასალით დამზადებული საანკერო
ხაზების მაქსიმალური საექსპლუატაციო ვადა არის 10 წელი მათი დამზადებიდან.
6.0 მოვლა , ტექმომსახურება და შენახვა
6.1
გაწმენდა: SRD-ის გაწმენდის პროცედურები:
•
პერიოდულად გაწმინდეთ SRD-ის გარე ნაწილი რბილი წყალხსნარით. ამასობაში SRD ისე გეჭიროთ, რომ
ზედმეტი წყალი ძირს იწრიტებოდეს. გაასუფთავეთ ეტიკეტები ინსტრუქციების მიხედვით.
•
გაასუფთავეთ საანკერო ხაზი საპნის რბილი წყალხსნარით. გაავლეთ და კარგად გააშრეთ ჰაერზე. ნუ
გააშრობთ გახურებით. საანკერო ხაზი თუ სველია, კორპუსში ვერ შესრიალდება. თუ საანკერო ხაზზე
ჭუჭყი, საღებავი ან სხვა ამგვარი დაგროვდება, მას კორპუსში შესრიალება გაუჭირდება და ამან შეიძლება
თავისუფალი ვარდნის საშიშროება წარმოქმნას.
6.2
რემონტი: SRD-ები არ რემონტდება. თუ SRD ძალის ზემოქმედებას დაექვემდებარება, ან თუ შემოწმების დროს
გამოვლინდება, რომ ის უსაფრთხო არ არის ან დაზიანებულია, ეს SRD-ები ამოიღეთ ექსპლუატაციიდან და
გაანადგურეთ. (იხ. „გადაგდება")
6.3
შენახვა/ტრანსპორტირება: SRD-ის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გრილ, მშრალ და სუფთა
გარემოში მზის სხივებისაგან დაცულად. მოარიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ქიმიური ნივთიერებების ორთქლი
შეიძლება არსებობდეს. დიდი ხნის განმავლობაში შენახვის შემდეგ ყოველთვის გულდასმით დაათვალიერეთ SRD.
6.4
გადაგდება: გადააგდეთ SRD, თუ მასზე იმოქმედებს ვარდნის შეჩერების ძალა ან შემოწმება გამოავლენს მის
არაუსაფრთხოობას ან დეფექტს. გადაგდებამდე საანკერო ხაზი შუაზე გაჭერით ან SRD სხვაგვარად გამოიყვანეთ
მწყობრიდან, რათა მისი შემთხვევით გამოყენება არ მოხდეს.
7.0 ეტიკეტები
22-ე სურათზე ნაჩვენებია თვითშემტაცი მოწყობილობის ეტიკეტები და ადგილები, სადაც მათ აკრავენ. SRD-ზე ყველა ეს
ეტიკეტი უნდა ეკრას. თუ ეტიკეტზე არსებული წარწერა ბოლომდე არ იკითხება, ისინი უნდა გამოიცვალოს. ეტიკეტებზე
არსებული პიქტოგრამები ნიშნავს შემდეგს:
1
შეამოწმეთ ჩამკეტი კაუჭი და დარტყმის ინდიკატორი
2
შეამოწმეთ SRL-ის ჩაკეტვის ფუნქცია
3
შეამოწმეთ SRL-ის საკიდარზე მიმაგრება
მჭრელ კიდეებზე სერტიფიცირებული არ არის. შეიძლება მიუერთდეს ანკერაჟის წერტილს ზემოთ, ქვემოთ ან ზურგის D-რგოლის
4
დონეზე (მაქს. 140 კგ).
5
გამოიყენეთ -40 C
6
მაქსიმუმი ტვირთი - 140 კგ
7
ბოლომდე დააცადეთ ხაზს SRL-ში უკან შეტაცება და ეს პროცესი თქვენ თვალწინ ჩაატარეთ.
8
ნუ გაარემონტებთ
9
შეინახეთ გრილ, მშრალ და სუფთა გარემოში მზის სხივებისაგან დაცულად.
10
ნუ დატვირთავთ ზედმეტად
11
ნუ მოხსნით ეტიკეტს.
60 C-ის ტემპერატურის ფარგლებში
159