რაიმე დაბრკოლებას შენიშნავთ, ეს ნაწილი მომსახურებიდან უნდა ამოიღოთ და გაანადგუროთ. შეამოწმეთ
ხაზი, გაჭრილი, დამწვარი, დაჭყლეტილი ან კოროზიით შეჭმული ხომ არ არის. შეამოწმეთ ჩაკეტვის ფუნქცია,
რისთვისაც ხაზი მკვეთრად გამოსწიეთ. შემოწმების დეტალები იხილეთ შემოწმებისა და ტექმომსახურების
ჟურნალში (ცხრილი 3). თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის არაუსაფრთხო მდგომარეობა, ნუ
გამოიყენებთ სისტემას.
4.2
ვარდნის შემდეგ: ყველა სისტემა, რომელსაც დააწვება ვარდნის შეჩერების ძალა ან რომელსაც დაეტყობა
ვარდნის შეჩერების დროს მიყენებული დაზიანებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორც ეს აღწერილია
მე-3 ცხრილში, დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.3
სხეულის საყრდენი: SRD-ების გამოყენების დროს აუცილებლად უნდა გვეცვას სხეულის საკიდარი. ვარდნისაგან
დაცვის ფუნქციაში მიუერთეთ ზურგის (დორსალურ) D-რგოლს.
4.4
მიერთება: მე-5 სურათზე ნაჩვენებია SRD-ის ვარდნის შესაჩერებელი სისტემების საკიდრისა და ანკერაჟის
შემაერთებლები. როცა კაუჭით ვამაგრებთ, შეამოწმეთ, რომ რაიმე კაუჭს ისე არ დააწვეს, რომ გახსნას (იხ.
სურათი 5). ნუ გამოიყენებთ ისეთ კაუჭებსა და მაერთებლებს, რომლებიც ბოლომდე არ ჩაიკეტება მისამაგრებელ
საგანზე. ნუ გამოიყენებთ ისეთ ჩამოსაცმელ კაუჭებს, რომლებიც არ იკეტება. ანკერაჟის ადგილმა უნდა
დააკმაყოფილოს მე-2 ცხრილში დასახელებული მოთხოვნები გამძლეობაზე. შეასრულეთ დამამზადებლის
ინსტრუქციები, რომლებიც თან ახლავს სისტემის თითოეულ კომპონენტს.
4.5
ექსპლუატაცია: გამოყენებამდე შეამოწმეთ SRD, როგორც ეს მე-3 ცხრილშია მოცემული. მე-14 სურათზე ჩანს
ჩვეულებრივი SRD-ის სისტემების შეერთებები. SRD მიუერთეთ შესაფერის საანკერო წერტილს ან მიამაგრეთ
საკიდრის ზურგს, როგორც ეს აღწერილია მე-3 თავის ინსტრუქციებში. ანკერაჟზე მიერთებულ SRD-ებზე ტვირთის
ინდიკატორის კაუჭი (D) ან კარაბინი მიუერთეთ საკიდრის ზურგის D-რგოლს (A). საკიდარზე მიმაგრებულ SRD-
ებზე კაუჭი (D) ან კარაბინი შესაბამის ანკერს მიუერთეთ. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ სამაგრების ზომა,
ფორმა და გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი იყოს. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა კაუჭი ჩაკეტილი ან
ბოლომდე ჩამჯდარი იყოს. მიმაგრების შემდეგ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია იმოძრაოს რეკომენდებულ
სამუშაო სივრცეში ნორმალური სიჩქარით. თუ მომხმარებელი ჩამოვარდება, SRD ჩაიკეტება და ვარდნას
შეაჩერებს. სამაშველო ოპერაციის შემდეგ SRD ამოიღეთ მოხმარებიდან. SRD-ზე მუშაობის დროს ყოველთვის
უყურეთ და დააცალეთ საანკერო ხაზს ბოლომდე ჩახვევა.
4.6
ტყუპი SRD-ის ინტერფეისის 100%-ით ჩაბმა-ახსნა: როცა ორი SRD გვერდიგვერდ არის მიმაგრებული
საკიდრის ზურგზე, ვარდნისაგან უწყვეტად დასაცავად (100% ჩაბმა-ახსნა) შეგვიძლია SRD-ის ვარდნის შეჩერების
სისტემის გამოყენება ზემოთ, ქვემოთ ან გვერდულად მოძრაობის დროს (იხ. სურათი 15). გადაადგილების დროს
მომხმარებელი SRD-ის მეორე თათს მიამაგრებს ანკერაჟის ახალ წერტილზე ისე, რომ SRD-ის პირველი თათი
ჯერ კიდევე პირველ წერტილზე უნდა დარჩეს მიმაგრებული და პირველი ანკერიდან ჩამოხსნა მხოლოდ მაშინ
შეუძლია, როცა მეორე თათის მიმაგრებას მორჩება. მომხმარებელი ამ მიმდევრობას გაიმეორებს მანამდე, სანამ
საჭირო ადგილს არ მიაღწევს. მოსაზრებები ტყუპი SRD-ის 100% ჩაბმა-ახსნის სისტემების შესახებ:
•;
ნურასოდეს ნუ მიუერთებთ SRD-ის ორივე საჭიმარს ერთსა და იმავე ანკერს (იხილეთ სურათი 16A).
•
ერთსა და იმავე ანკერზე ერთზე მეტი შეერთების გამოყენება (რგოლი ან ყუნწი) მაერთებლების
თავსებადობას არღვევს, ვინაიდან მაერთებლების ერთმანეთთან შეხება რეკომენდებული არ არის.
•
SRD-ის თითოეული საჭიმრის ცალკე ანკერზე მიმაგრება დასაშვებია (სურათი 16B).
•
მიმაგრების ყველა ადგილმა დამოუკიდებლად უნდა გაუძლოს 2248 გირვანქას/1020 კგ-ს (10 კნ) ან იყოს
სისტემის ნაწილი, როგორიცაა მაგ., ჰორიზონტალური საანკერო ხაზი.
•
ტყუპი SRD-ის სისტემაზე ერთზე მეტ ადამიანს ნურასოდეს მიუერთებთ (სურათი 15C).
•
ნუ დაუშვებთ საჭიმრების ერთმანეთში გადახლართვას ან დაგრეხას, ვინაიდან ამან შეიძლება თვითშეტაცება
შეუძლებელი გახადოს.
•
გამოყენების დროს საჭიმრებს იღლიებში ან ფეხებს შორის ნუ გაატარებთ.
4.7
ტყუპი SRD-ის დამაგრება ზურგის D-რგოლზე: სამმაგი მოქმედების კარაბინის მოდელები შეიძლება D-რგოლს
მივამაგროთ ტყუპი კონფიგურაციით. როგორ მივამაგროთ ორი SRD საკიდრის ზურგის D-რგოლს (სურათი 13):
1. სამმაგი მოქმედების კარაბინის გახსნა: სამმაგი მოქმედების კარაბინი დაიჭირეთ ისე, როგორც ეს
სურათშია ნაჩვენები. მარჯვენა მხრიდან დააჭირეთ ჩამკეტ ქუროს (C), ხოლო შემდეგ გადაატრიალეთ
საათის ისრის მიმართულებით, რათა გახსნათ ჩაკეტილი საგდული (D). საგდული (D) გადმოსწიეთ დაბლა
და ისე გახსენით.
2. პირველი SRD-ის გაყრა სამმაგი მოქმედების კარაბინში: გაუყარეთ შემაერთებლის ცხვირი (E)
SRD-ის მბრუნავ ყუნწში (F) და შემდეგ მოატრიალეთ SRD შემაერთებლის ბოლოში საგდულამდე (G).
საგდული შეგვიძლია დავხუროთ, რათა მბრუნავი ყუნწისათვის ადგილი გავათავისუფლოთ საგდულსა და
შემაერთებლის ზურგს შორის.
3. სამმაგი მოქმედების კარაბინზე მეორე SRD-ის ჩამოცმა: ჩამოაცვით SRD-ის მბრუნავი ყუნწი (F)
შემაერთებლის ცხვირს (E).
4. სამმაგი მოქმედების კარაბინის D-რგოლში გაყრა: გაუყარეთ შემაერთებლის ცხვირი (E) ზურგის
D-რგოლში (A). დაატრიალეთ შემაერთებელი D-რგოლში მანამდე, სანამ საგდული არ დაიხურება.
5. სამმაგი მოქმედების კარაბინის დახურვა: საგდული (D) ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა ეკიდოს, ხოლო
ჩამკეტი ქურო (C) უნდა გადმოვახუროთ და საგდული ჩავკეტოთ.
4.8
ჰორიზონტალური სისტემები: როცა SRD-ს ჰორიზონტალურ სისტემებში (ანუ ჰორიზონტალური საანკერო ხაზი,
ჰორიზონტალური ორტესებრი ვაგონეტი) ვიყენებთ, ის უნდა იყოს ჰორიზონტალური სისტემების თავსებადი.
ჰორიზონტალური სისტემები უნდა აიგოს და დამონტაჟდეს კვალიფიციური ინჟინრის ზედამხედველობით.
დეტალების შესახებ რჩევისათვის მიმართეთ ჰორიზონტალური სისტემის მოწყობილობის დამამზადებელს.
;
;
მე- 4 ნახაზზე მოცემული უსაფრთხოების დიაპაზონის მნიშვნელობები გამოთვლილია ხისტი და უძრავი
საანკერო წერტილის გათვალისწინებით და არ ვრცელდება ჰორიზონტალური საანკერო ხაზის ( HLL ) სისტემებზე .
ინფორმაციისათვის იხილეთ HLL -ის ინსტრუქციები და რჩევისათვის მიმართეთ HLL -ის დამმონტაჟებელს , რათა
განსაზღვროთ ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონი .
158