Télécharger Imprimer la page

3M DBI-SALA Nano-Lok 3101207 Mode D'emploi page 153

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 96
1.0 მოწყობილობები
1.1
მიზანი: თვითშემტაცი მოწყობილობები (SRD) შექმნილია ვარდნის შეჩერების ინდივიდუალურ სისტემებში
(PFAS) კომპონენტების სახით გამოსაყენებლად. 1-ლ სურათზე გამოსახულია თვითშემტაცები, რომლებსაც
ამ ინსტრუქციებში განვიხილავთ. ისინი უმეტესად გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა მუშის
მობილურობისა და ვარდნისგან დაცვის კომბინაცია (მაგ. ვიზუალური შემოწმების სამუშაოები, ზოგადი
მშენებლობა, ტექმომსახურების სამუშაო, ნავთობის მოპოვება, შეზღუდული სივრცის სამუშაო გარემო და სხვ.).
1.2
სტანდარტები: თქვენი თვითშემტაცი აკმაყოფილებს სახელმწიფო თუ რეგიონულ სტანდარტ(ებ)ს, როგორც
ეს მოცემულია წინამდებარე ინსტრუქციების ყდაზე. ვარდნისგან ინდივიდუალური დაცვის სიტემის შესახებ
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სამუშაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ, შტატისა და
ფედერალურ (OSHA) მოთხოვნებში.
1.3
წვრთნები: ეს მოწყობილობა უნდა გამოიყენონ მხოლოდ ამისათვის სათანადოდ გაწვრთნილმა ადამიანებმა.
მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს მოცემულ ინსტრუქციებს და გაიაროს წვრთნები მოცემული მოწყობილობის
სათანადო მოვლასა და გამოყენებაში. მომხმარებელი ასევე უნდა იცნობდეს მის სამუშაო მახასიათებლებს,
გამოყენების ფარგლებსა და არასწორი გამოყენების შედეგებს.
1.4
შეზღუდვები: მოცემული აღჭურვილობის გამოყენების დროს ყოველთვის მხედველობაში იქონიეთ მისი შემდეგი
შეზღუდვები:
ზღვრული დატვირთვა: თვითშემტაცები ერთმა ადამიანმა უნდა გამოიყენოს, რომლის საერთო წონამ
(ტანსაცმლიანად, იარაღებიანად და ა. შ.) უნდა დააკმაყოფილოს 1-ლ ცხრილში მოცემული წონის დიაპაზონის
მოთხოვნები. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი სისტემის აღჭურვილობის ყველა კომპონენტის ზღვრული
დატვირთვა უძლებდეს მოცემული დანიშნულებით გამოყენებას.
ანკერაჟი: თვითშემტაცის ანკერაჟის სტრუქტურამ უნდა გაუძლოს 12 კნ-მდე (2697 გირვანქა/1225 კგ)
დატვირთვას. ანკერაჟის მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს EN795-ის ან ანკერაჟის შემაერთებლის სხვა
შესაბამის სტანდარტებს.
ჩაკეტვის სიჩქარე: უნდა მოვერიდოთ სიტუაციებს, როცა ვარდნის გზაზე რაიმე დამაბრკოლებელი საგანი
შეიძლება იყოს. შეზღუდულ სივრცეებში მუშაობის დროს ვარდნისას სხეულმა შეიძლება ვერ მიაღწიოს ვარდნის
ისეთ სიჩქარეს, რომ თვითშემტაცის ჩამკეტი ამოქმედდეს. ნელა გადაადგილებად მასალაზე მუშაობის დროს,
როგორიცაა ქვიშაში ან ღორღში მუშაობა, შეიძლება საკმარისი სიჩქარე არ განვითარდეს, რომ SRD-ის ჩაკეტვა
გამოიწვიოს. თვითშემტაცის დადებითი ჩაკეტვისათვის ვარდნის მარშრუტი ცარიელი უნდა იყოს.
თავისუფალი ვარდნა: როცა ზემოთ ხდება ანკირება, თვითშემტაცები თავისუფალ ვარდნას 0,6 მ-მდე (2 ფუტი)
. იმისათვის, რათა არ დავუშვათ ვარდნის დიაპაზონის გაზრდა, თვითშემტაცი უშუალოდ სამუშაო
ზღუდავენ
1
სიმაღლის/დონის თავზე მიამაგრეთ. ნურასოდეს მიამაგრებთ თვითშემტაცს ისეთ წერტილში, რომლითაც
ვარდნის დიაპაზონი 1.5 მ-ზე (5 ფუტი) მეტად გაიზრდება. მოერიდეთ ისეთ ადგილზე მუშობას, სადაც საანკერო
ხაზები შეიძლება გადაიკვეთოს ან გაიბლანდოს მეორე მუშის ხაზთან. მოერიდეთ მუშაობას იქ, სადაც საგნები
შეიძლება ჩამოცვივდეს და საანკერო ხაზს დაეცეს; ამის შედეგად შეიძლება წონასწორობა დაკარგოთ ან
საანკერო ხაზი დაზიანდეს. საანკერო ხაზს იღლიების ქვეშ ან ფეხებს შორის ნუ გაატარებთ. ნურასოდეს ნუ
მოუჭერთ, გაკვანძავთ ან სხვაგვარად ხელს შეუშლით საანკერო ხაზის შეტაცებას ან მოჭიმულ მდგომარეობაში
დარჩენას. საანკერო ხაზს მოშვებულ მდგომარეობაში ნუ დაუშვებთ. 3M-ისაგან რჩევის მიღების გარეშე ნუ
დააგრძელებთ თვითშემტაცებს მათზე საჭიმრების ან მსგავსი კომპონენტების მიმაგრებით.
რხევით ვარდნა: რხევით ვარდნას ადგილი აქვს, როცა ანკირების წერტილი ზუსტად ვარდნის წერტილის ზევით
არ არის. რხევით ვარდნისას რაიმე საგანზე დაჯახების ძალამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაშავება
(იხილეთ სურათი 3A). იმისათვის, რათა რხევით ვარდნა არ მოხდეს, ზუსტად მიმაგრების წერტილის ქვეშ უნდა
იმუშაოთ (სურათი 3B). ანკერაჟის წერტილისაგან მოშორებით მუშაობით (სურათი 3C) გაიზრდება რხევითი
ვარდნის ძალა და გაიზრდება ვარდნის საჭირო დიაპაზონი (FC).
ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონი: სურათი 3B-ზე ნაჩვენებია ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონის გამოანგარიშება.
ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონი (FC) არის თავისუფალი ვარდნის (FF), დამუხრუჭების მანძილისა (DD) და
უსაფრთხოების კოეფიციენტის (SF) ჯამი: FC = FF + DD + SF. უსაფრთხოების კოეფიციენტი ითვალისწინებს
D-რგოლის სრიალსა და საკიდრის გაჭიმვას. ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონის სიდიდეები გამოანგარიშებულია
მე-4 სურათზე. მე-4 სურათზე ყველა სიდიდეში გათვალისწინებული უსაფრთხოების კოეფიციენტის
მნიშვნელობა 1 მ-ია (3,28 ფუტი).
მე-4 სურათზე ჩანს, რომ ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონი (FC) დამოკიდებულია ზურგის თვითშემტაცის
შემაერთებელსა და ანკერაჟის წერტილს შორის ჰორიზონტალურ (H) და ვერტიკალურ (V) მანძილებზე.
ქსელზე ჰორიზონტალური ხაზი წარმოადგენს ვერტიკალურ მანძილს ანკერაჟის წერტილიდან. ვერტიკალური
ხაზი წარმოადგენს ჰორიზონტალურ მანძილს ანკერაჟის წერტილიდან. ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონის
(FC) სიდიდე განისაზღვრება უბნით (პარაბოლას ხაზები), რომელშიც ქსელის ჰორიზონტალური (H) და
ვერტიკალური (H) ხაზები ერთმანეთს კვეთს. მე-4 სურათზე მოტანილი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ
განვსაზღვროთ ვარდნის საჭირო უსაფრთხო დიაპაზონის (FC) სიდიდე მოცემული ვერტიკალური (V) და
ჰორიზონტალური (H) მანძილების დროს.
;
ანკერაჟის წერტილების ცვლადები : მე -4 სურათზე მოცემული ვარდნის უსაფრთხო დიაპაზონები
გამოთვლილია ხისტი და უძრავი საანკერო წერტილის შემთხვევებისათვის . თუ ჰორიზონტალურ საანკერო
ხაზზე (HLL) ან ისეთ საანკერო წერტილზე ვამაგრებთ , რომელიც ვარდნის დროს შეიძლება გადაადგილდეს ,
გასრიალდეს ან დეფორმირდეს , ასეთ შემთხვევებზე მე -4 სურათზე მოცემული ვარდნის უსაფრთხო
დიაპაზონები არ ვრცელდება . გადახრების ან / და დეფორმირების შემთხვევებში საჭირო ვარდნის უსაფრთხო
დიაპაზონების შესახებ დამატებითი დეტალები იხილეთ HLL- ის ან ანკერაჟის ინსტრუქციებში .
1 თავისუფალი ვარდნა : თვითშემტაცის სწორი გამოყენება , როცა უშუალოდ ანკერაჟის წერტილის ქვეშ ვიმუშავებთ და როცა საანკერო ხაზი მუდამ დაჭიმულ
მდგომარეობაში იქნება შენარჩუნებული , გამორიცხავს თავისუფალი ვარდნის შემთხვევებს . ანკერაჟის სწორი ადგილები იხილეთ მე -4 სურათზე .
153

Publicité

loading