Télécharger Imprimer la page

3M PROTECTA 1150909 Manuel D'instructions page 115

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 69
3.0 მონტაჟი
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით.
გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც
აღწერილია 1-ლ თავში.
3.2
სხეულის საყრდენის მიერთება: სრული სხეულოის დამცავ ღვედზე ან სამონტაჟე სარტყელზე უნდა
გამოიყენოთ შეკავების / სამუშაო პოზიციის დასაფიქსირებელი საჭიმარი. შეკავების რეჟიმში საჭიმარი
მიუერთეთ შესაბამის სამაგრს (D-რგოლი) დამცავ ღვედზე ან სარტყელზე (იხილეთ მე-7 სურათი). საკიდრის ან
ღვედის ინსტრუქციებში შეგიძლიათ ასევე იხილოთ ვარდნისაგან დაცვის სხვა სისტემები და რეკომენდებული
სამაგრები.
4.0 ექსპლუატაცია
;
თუ პირველად ან იშვიათად ვიყენებთ შთანმთქმელ საჭიმრებს , მათ გამოყენებამდე უნდა გადავხედოთ
„უსაფრთხოების ინფორმაციას" , რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოს თავში წერია .
4.1
მომხმარებლის მიერ შემოწმება: ყოველი გამოყენების წინ, გულდასმით დაათვალიერეთ საჭიმარი მოვლა-
შენახვის ჟურნალში მოცემული საკონტროლო ცხრილის მიხედვით (ცხრილი 2 ) . თუ დათვალიერების დროს
საფრთხის შემცველი მდგომარეობა გამოვლინდება ან გამოჩნდება, რომ საჭიმარი დაზიანებულია ან ვარდნის
ძალას დაექვემდებარა, ეს საჭიმარი უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.2
ვარდნის შემდეგ: ყველა საჭიმარი, რომელსაც დააწვება ვარდნის შეჩერების ძალა ან რომელსაც დაეტყობა
ვარდნის შეჩერების დროს მიყენებული დაზიანებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, როგორც ეს
აღწერილია მონტაჟისა და მოვლა-შენახვის ჟურნალში (ცხრილი 2 ) , დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ
ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
5.0 შემოწმება
5.1
შემოწმებების სიხშირე:ენერგიის შთანმთქმელი საჭიმარი უნდა შევამოწმოთ მე-2 თავში მოცემულ
ინტერვალებში. შემოწმების პროცედურები აღწერილია „შემოწმებისა და მოვლა-შეკეთების ჟურნალში"
(ცხრილი 2).
;
უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ . ) შეიძლება უფრო
ხშირად იყოს საჭირო შემოწმებები ..
5.2
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის
რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, დაუყოვნებლივ ამოიღეთ საჭიმარი მოხმარებიდან და
გაანადგურეთ, რათა შემთხვევით ვინმემ არ გამოიყენოს. საჭიმრის შეკეთება დაუშვებელია.
5.3
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M საჭიმრების მომსახურების ვადა განისაზღვრება მუშაობის
პირობებითა და მისი ტექმომსახურებით. ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადაა 1 წლიდან (ექსტრემალური,
ინტენსიური გამოყენების პირობებში) და 10 წლამდე (მსუბუქი, არაინტენსიური გამოყენების პირობებში).
პროდუქტი ვარგისია მოხმარებისთვის მანამდე, სანამ უსაფრთხოების შემოწმებას წარმატებით გადის.
ექსპლუატაციის ვადამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წელს.
6.0 მოვლა-შეკეთება , ტექმომსახურება და შენახვა
;
საჭიმრების გაწმენდა და დეზინფიცირება აწარმოეთ მხოლოდ იმ მეთოდით , რომელიც მითითებულია
"გაწმენდის ინსტრუქციებში" ქვემოთ . სხვა მეთოდებს შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს
საჭიმარზე ან მომხმარებელზე
6.1
გაწმენდა: საჭიმრის გაწმენდის წესები შემდეგია:
პერიოდულად გაწმინდეთ საჭიმრის გარე ნაწილი რბილი წყალხსნარით. წყლის ტემპერატურამ არ უნდა
გადააჭარბოს 40 °C-ს (104 °F). ისე დაიჭირეთ საჭიმარი, რომ ზედმეტი წყალი იქიდან დაიწრიტოს. ნუ
ჩადებთ საშრობში. ნუ გააუთოვებთ. გაასუფთავეთ ეტიკეტები ინსტრუქციების მიხედვით.
გაავლეთ და კარგად გააშრეთ ჰაერზე. ნუ გააშრობთ გახურებით.
;
საჭიმრების გასუფთავების დროს გამოიყენეთ სარეცხი საშუალება , რომელიც გამათეთრებელს არ
შეიცავს . საჭიმრების გაწმენდის ან გაშრობის დროს „არავითარ შემთხვევაში" არ უნდა გამოვიყენოთ
ქსოვილის დამარბილებელი ან გასაშრობი ქაღალდები
6.2
რემონტი: საჭიმრის შეკეთება დაუშვებელია. თუ დათვალიერების დროს სახიფათო მდგომარეობა
გამოვლინდება ან გამოჩნდება, რომ საჭიმარი დაზიანებულია ან ვარდნის ძალის ზემოქმედების ქვეშ მოხვდა,
ეს საჭიმარი უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
6.3
შენახვა/ტრანსპორტირება: საჭიმრის შენახვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გრილ, მშრალ და სუფთა
გარემოში მზის სხივებისაგან დაცულად. მოარიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც ქიმიური ნივთიერებების ორთქლი
შეიძლება არსებობდეს. დიდი ხნის განმავლობაში შენახვის შემდეგ ყოველთვის გულდასმით დაათვალიერეთ
საჭიმარი.
115

Publicité

loading