Télécharger Imprimer la page

3M PROTECTA 1150909 Manuel D'instructions page 114

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 69
2.5
მაერთებლების თავსებადობა: მაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევიან მაშინ, როცა
ისინი ერთად სამუშაოდ არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს უცებ არ გახსნის მიუხედავად იმისა,
თუ ისინი როგორ ორიენტაციას მიიღებენ. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-
ს. მაერთებლებს (კაუჭები, კარაბინები და D-რგოლები) უნდა შეეძლოთ, გაუძლონ მინიმუმ 22 კნ-ს (5000 გირვანქა).
მაერთებლები უნდა იყოს თავსებადი ანკირების წერტილებთან ან სისტემის სხვა კომპონენტებთან. ნუ გამოიყენებთ
არათავსებად აღჭურვილობას. არათავსებადი მაერთებლები შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას (იხილეთ სურათი 4).
მაერთებლები თავსებადი უნდა იყოს ზომით, ფორმითა და გამძლეობით. საჭიროა თვითჩამკეტი სასხლეტი კაუჭები
ან კარაბინები. თუ მაერთებელი ელემენტი, რომელზეც სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მაგრდება, უფრო პატარა
ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება, კაუჭის ან კარაბინის რაზა შეიძლება გაიხსნას (A). ძალის
მოხვედრისას თუ რაზა გაიხსნება (B), სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი მიმაგრების წერტილიდან მოძვრება (C).
2.6
მიერთება: სასხლეტიანი კაუჭები ან კარაბინები, რომლებსაც ამ მოწყობილობასთან გამოიყენებთ, თვითჩამკეტი
უნდა იყოს. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებლის ზომა, ფორმა და გამძლეობა მოწყობილობასთან
თავსებადი იყოს. ნუ გამოიყენებთ არათავსებად მოწყობილობას. შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებელი ბოლომდე
ჩაკეტილი ან ჩამჯდარი იყოს. 3M-ის მაერთებლები (სასხლეტი კაუჭები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ, როგორც
მომხმარებლის შესაბამის ინსტრუქციებშია მითითებული. მე-5 სურათზე იხილეთ არასწორი მიერთებების მაგალითები.
ნუ მიუერთებთ სასხლეტიან კაუჭებს და კარაბინებს:
A.
D-რგოლზე, რომელზეც სხვა შემაერთებელია მიერთებული.
B.
ისე, რომ რაზა მოხვდეს დატვირთვის ქვეშ. დიდყელიანი სასხლეტიანი კაუჭები არ უნდა შევუერთოთ სტანდარტული
ზომის D-რგოლებს ან მსგავს საგნებს, რის გამოც რაზა აღმოჩნდება დატვირთვის ქვეშ თუ სასხლეტიანი კაუჭი ან
D-რგოლი გადაიგრიხება ან მოტრიალდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სასხლეტიანი კაუჭი აღჭურვილია 16 კნ
(3600 გირვანქა) რაზით.
C.
ცრუ მიერთების შემთხვევაში, როდესაც მაერთებლების ზომა და ფორმა არ არის თავსებადი და ვიზუალური
დადასტურების გარეშე, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მაერთებლები სრულად მიერთებულია.
D.
ერთმანეთზე.
E.
პირდაპირ ქსოვილის თასმაზე ან თოკის საჭიმარზე, ან ანკერულ საჭიმარზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
დამამზადებლის ინსტრუქციების თანახმად, როგორც საჭიმარზე, ასევე მაერთებელზე დაიშვება ასეთი გადაბმა).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი არ ჩაიკეტება ან
გამოძვრება.
G.
ისე, რომ დატვირთვის დროს მაერთებელი ვერ აღმოჩნდეს სწორ პოზიციაში.
114

Publicité

loading