სამედიცინო გაფრთხილებები
-
ბავშვები უნდა იყვნენ ზედამხედველობის ქვეშ,
რათა დავრწმუნდეთ, რომ არ თამაშობენ
მოწყობილობით.
-
გამოიყენეთ მხოლოდ Philips-ის ორიგინალი
აქსესუარები ან მოხმარების საგნები. თუ
მოწოდებულია, გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი
USB კაბელი და USB კვების ბლოკი.
-
ეს მოწყობილობა არ შეიცავს ნაწილებს,
რომლებიც შეიძლება შეაკეთოს მომხმარებელმა.
დაზიანების შემთხვევაში, შეწყვიტეთ მისი
გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში
(იხილეთ „გარანტია და მხარდაჭერა") არსებულ
მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრს.
-
თუ USB კაბელი ან USB კვების ბლოკი
დაზიანებულია, შეწყვიტეთ მისი გამოყენება.
-
არ გამოიყენოთ დამტენი სადგამი და/ან დამტენი
სამგზავრო ჩანთა გარეთ ან გაცხელებულ
ზედაპირებთან ახლოს.
-
არ გარეცხოთ პროდუქტის რომელიმე ნაწილი
ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
-
ეს მოწყობილობა შექმნილია მხოლოდ კბილების,
ღრძილებისა და ენის გასაწმენდად.
-
შეწყვიტეთ დაჭყლეტილი ან დაღუნული ჯაგრის
მქონე ჯაგრისის თავის გამოყენება. გამოცვალეთ
ჯაგრისის თავი ყოველ 3 თვეში ან უფრო მალე, თუ
შეინიშნება ცვეთის ნიშნები.
-
გამოყენების მაქსიმალური სიმაღლეა 4 500
მეტრი.
-
მოერიდეთ ეთერის ზეთების ან ქოქოსის ზეთის
შემცველ პროდუქტებთან პირდაპირ შეხებას.
შეხების შედეგად, შესაძლოა, ჯაგრის პოზიცია
შეიცვალოს.
-
შეწყვიტეთ მოწყობილობის გამოყენება და
გაესაუბრეთ სტომატოლოგს/ექიმს, თუ
გამოყენების შემდეგ ადგილი აქვს ზედმეტ
სისხლდენას ან თუ სისხლდენა 1 კვირის
განმავლობაში გამოყენების შემდეგ კვლავ
შეინიშნება, ასევე, დისკომფორტის ან ტკივილის
შეგრძნების შემთხვევაში.
ქართული ენა
839