840
ქართული ენა
ინსტრუქცია ბატარეის უსაფრთხოების შესახებ
-
თუ გასულ 2 თვეში ორალური ან ღრძილების
ოპერაცია ჩაიტარეთ, ამ მოწყობილობის
გამოყენებამდე გაესაუბრეთ სტომატოლოგს.
-
თუ ელექტროკარდიოსტიმულატორი ან სხვა
იმპლანტირებული მოწყობილობა გაქვთ,
გამოყენებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან
იმპლანტირებული მოწყობილობის
მწარმოებელს.
-
თუ სამედიცინო პრობლემები გაქვთ, ამ
მოწყობილობის გამოყენებამდე გაესაუბრეთ
თქვენს ექიმს.
-
ეს მოწყობილობა პირადი ჰიგიენის ხელსაწყოა
და არ არის განკუთვნილი რამდენიმე პაციენტზე
გამოსაყენებლად სტომატოლოგიური
მომსახურებისას ან შესაბამის დაწესებულებაში.
-
ეს მოწყობილობა შეიცავს ბატარეებს, რომელთა
მოხსნაც დაშვებულია მხოლოდ გამოცდილი
პირების მიერ.
-
გამოიყენეთ ეს პროდუქტი მხოლოდ მისი
დანიშნულებისამებრ. ყურადღებით წაიკითხეთ ეს
ინფორმაცია პროდუქტის, მისი ბატარეებისა და
აქსესუარების გამოყენებამდე და შეინახეთ ის
სამომავლო მოხმარებისთვის. არასწორმა
გამოყენებამ, შესაძლოა, მრავალ საფრთხემდე
და სერიოზულ დაზიანებებამდე მიგვიყვანოს.
მოწოდებული აქსესუარები შესაძლოა
განსხვავდებოდეს სხვადასხვა პროდუქტისთვის.
-
გამოიყენეთ მხოლოდ Philips-ის ორიგინალი
აქსესუარები და მოხმარების საგნები.
გამოიყენეთ მხოლოდ მოხსნადი კვების ბლოკი
CBAyyyy, TCAxxxx, ან WAAxxxx.
-
დასამუხტად გამოიყენეთ მხოლოდ CBAxxxx
(შეყვანის მაჩვენებლები: 100-240V~; 50/60Hz;
1,3W), CBByyyy (შეყვანის მაჩვენებლები:
100-240V~; 50/60Hz; 1,5W), WAAxxxx (შეყვანის
მაჩვენებლები: 100-240V~; 50/60Hz; 3,5Hz),
გამოსვლის მაჩვენებლები: 5VDC; 2,5W, TCAxxxx
(შეყვანის მაჩვენებლები: 100-240V~; 50/60Hz;
1.5W).