Télécharger Imprimer la page

Bosch GLL 80-33 G Professional Notice Originale page 356

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 43
356 | ქართული
გამოყენების მითიტებები
მარკირებისთვის ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ლაზერული ხაზის
u
ცენტრი. ლაზერული ხაზის სიგანე იცვლება მანძილიდან გამომდინარე.
მუშაობა დამჭერთან LB 10 (აქსესუარი) (იხ. სურ. A−D)
დამჭერი (15) იძლევა საზომი ხელსაწყოს დამაგრების შესაძლებლობას
ვერტიკალურ ზედაპირებზე ან მაგნიტურ მასალებზე. ჭერის კრონშტეინის
გამოყენების დროს (19) ასევე შესაძლებელია საზომი ხელსაწყოს
სიმაღლეზე რეგულირება.
ჩამოაცვით საზომი ხელსაწყო ბუდეთი შტატივს 1/4" (13) დამჭერის
ხრახნზე 1/4" (17) და მოუჭირეთ ბოლომდე.
დამჭერის მონტაჟის ვარიანტი (15):
– ჩვეულებრივი სამაგრი ხრახნის მეშვეობით, რომელიც ჩასმულია ხრახნის
ნახვრეტში (18) ხის კედელზე (იხ. სურ. B),
– მაგნიტის მეშვეობით (16) მაგნიტური მასალების ზედაპირებზე (იხ.
სურ. C),
– ჭერის კრონშტაინის მეშვეობით (19) ჭერის ძელებზე (იხ. სურ. D).
აქსესუარის ზედაპირებზე დამაგრებისას თითები მოარიდეთ
u
მაგნიტური აქსესუარის უკანა მხარეს. ძლიერმა მაგნიტურმა
მიზიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს თითების დაწეწკვა.
გაასწორეთ დამჭერი (15) თვალზე საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე.
სამუშაოები სამიზნე ნიშანი (აქსესუარი)
სამიზნე ნიშანი (21) აუმჯობესებს ლაზერის სხივის ხილვადობას
არახელსაყრელ პირობებში და დიდ დისტანციებზე.
სამიზნე ნიშნის ამრეკლავი ზედაპირი (21) აუმჯობესებს ლაზერული ხაზის
ხილვადობას, გამჭვირვალე ზედაპირზე ლაზერული ხაზი ასევე ჩანს სამიზნე
ნიშნის უკანა მხრიდან.
შტატივით მუშაობა (აქსესუარი)
შტატივი უზრუნველყოფს სტაბილურ, სიმაღლეზე რეგულირებად საყრდენს
გასაზომად. დადეთ საზომი ინსტრუმენტი ბუდით შტატივის ქვეშ 1/4" (13)
შტატივის (24) ან ჩვეულებრივი ფოტოშტატივის კუთხვილზე. ჩვეულებრივ
სამშენებლო შტატივზე დამაგრებისთვის გამოიყენეთ შტატივის ქვედა
ბუდე 5/8" (14). დააფიქსირეთ საზომი ინსტრუმენტი შტატივის სამაგრი
ხრახნის მეშვეობით.
საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე წინასწარ გაასწორეთ შტატივი.
1 609 92A 9B3 | (08.05.2024)
Bosch Power Tools

Publicité

loading