Télécharger Imprimer la page

Bosch GLL 80-33 G Professional Notice Originale page 351

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 43
ქართული | 351
ავტომატური გამორთვის ფუნქციის დეაქტივაცია
თუ დაახ. 120 წთ განმავლობაში საზომ ინსტრუმენტზე არ დააჭერთ
არავითარ ღილაკს, საზომი ინსტრუმენტი აკუმულატორის ან ბატარეის
მუხტის დაზოგვის მიზნით ავტომატურად გამოირთობა.
საზომი ხელსაწყოს თავიდან ჩასართავად ავტომატური გამორთვის შემდეგ,
შეიძლება ან გადაწიოთ ამომრთველი (4) ჯერ პოზიციაში OFF, ხოლო
შემდეგ ისევ ჩართოთ საზომი ხელსაწყო, ან დაჭიროთ ლაზერის მუშაობის
რეჟიმის არჩევის ერთ-ერთ ღილაკს (1).
ავტომატური გამორთვის დეაქტივაციისთვის, ჩართული საზომი
ხელსაწყოს დროს, გეჭიროთ დაჭერილ მდგომარეობაში ლაზერული
რეჟიმის არჩევის ღილაკი (1) მინიმუმ 3 წ განმავლობაში. თუ ავტომატური
გამორთვა გამორთულია, ლაზერული სხივები მოკლედ ციმციმებენ
დადასტურებისთვის.
ავტომატური გამორთვის გასააქტიურებლად გამორთეთ და ხელახლა
ჩართეთ საზომი ხელსაწყო.
მუშაობის რეჟიმი
საზომმა ინსტრუმენტმა შეიძლება შექმნას ერთი ჰორიზონტალური ან ორი
ვერტიკალური ლაზერული ხაზი.
საზომი ინსტრუმენტის ჩართვისას აინთება ჰორიზონტალური ლაზერული
ხაზი.
ყველა ლაზერული ხაზი შეიძლება ჩაირთოს და გამოირთოს
ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ამისათვის დააჭირეთ შესაბამის
ლაზერული ხაზის ღილაკს ლაზერის მუშაობის რეჟიმის ასარჩევად (1).
მუშაობის ყველა რეჟიმი შესაძლებელია როგორც ავტომატური
ნიველირებით, ასევე დახრის ფუნქციით.
მუშაობის ყველა რეჟიმი უხდება ლაზერული მიმღების გამოყენებისას (23).
ავტომატური ნიველირების ფუნქცია
საზომი ხელსაწყო მუდმივად აკონტროლებს პოზიციას მუშაობის დროს.
თვითნიველირების დიაპაზონში ყოფნისას ±4° ხელსაწყო ასრულებს
ავტომატურ ნიველირებას. თვითნიველირების დიაპაზონის ფარგლებს
გარეთ ავტომატურად ირთვება დახრის ფუნქცია.
ავტომატური ნიველირებით მუშაობა
დააყენეთ საზომი ხელსაწყო მყარ ჰორიზონტალურ საყრდენზე ან
დაამაგრეთ სამაგრზე (15) ან შტატივზე (24).
Bosch Power Tools
1 609 92A 9B3 | (08.05.2024)

Publicité

loading