3.0 მონტაჟი
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით.
გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც
აღწერილია 1 & 2-ლ თავში.
3.2
ანკირება: მე-10 სურათზე ჩანს საჭიმრის ანკირება. აირჩიეთ ანკირების ადგილმდებარეობა იქ, სადაც
თავისუფალი ვარდნისა და რხევის რისკი მინიმუმამდე დავა (იხილეთ 2-ლი თავი). აირჩიეთ ანკირების ხისტი
წერტილი, რომელიც გაუძლებს 2-ლ თავში აღწერილ სტატიკურ დატვირთვას.
3.3
თასმის საჭიმრის ჩასმა:
A.
გაანათავსეთ თასმის საჭიმარი ანკირებაზე ისე, რომ ეტიკეტები გარეთ რჩებოდეს, უშუალოდ ანკირების
მყარ კონსტრუქციაზე, ჯამბარის შიდა ნაწილში გატარებით, როგორც ეს 7.A სურათზეა ნაჩვენები.
B.
თასმის საჭიმარი ანკირებაზე უნდა იყოს განთავსებული და ისე უნდა გავუყაროთ ჯამბარას ერთი ბოლო
მეორეში, როგორც ეს 7.B სურათზეა ნაჩვენები. ჯამბარას ერთი ბოლო გადაასრიალეთ თასმის თავზე
ანკერაჟის მიმართულებით. ჯამბარას მეორე ბოლო დაბლა ჩასწიეთ, რათა ჯამბარას ბოლოს ზემოთ აწევის
დროს წარმოქმნილი მოშვებული ადგილი ხელახლა მოიჭიმოს.
C.
ანკერაჟის ქვემოთ ორი ჩამოკიდებული ბოლოდან ორივე მიერთებულია ანკერაჟის სამაგრთან. იხილეთ
სურათი 7.C. სიგრძის დასამოკლებლად შეიძლება ზონრის საჭიმარი რამდენჯერმე გადავახვიოთ ანკერაჟს.
ანკერაჟის შემაერთებელი მაგრად უნდა მოვჭიმოთ ანკერაჟის სტრუქტურაზე. ზონრის საჭიმარს მოშვებულს ნუ
დავტოვებთ. ამან შეიძლება გაზარდოს თავისუფალი ვარდნის მანძილი ვარდნის ინციდენტის დროს.
;
ნუ გადაკვანძავთ ზონრის საჭიმარს საანკერო წერტილზე . შემაერთებელი ქვესისტემა მხოლოდ ჯამბარაზე
უნდა მიმაგრდეს . კვანძები მკვეთრად შეასუსტებს ანკირების წერტილებს . იხილეთ სურათი 8.
3.4
მიუერთეთ ანკირების სამაგრს: მიუერთეთ დამონტაჟებულ ანკირების წერტილს მხოლოდ თვითჩამკეტი
კაუჭით ან თვითჩამკეტი კარაბინით. ნუ გამოიყენებთ კვანძებს სამაშველო ხაზის ანკირების სამაგრთან
მისაერთებლად. ნუ გაატარებთ საჭიმარს ან სამაშველო ხაზს ჯამბარაში (იხილეთ სურათი 9). საგულდაგულოდ
შეამოწმეთ, რომ ყველა მაერთებელი ჩაკეტილი ან ბოლომდე ჩამჯდარი იყოს. ვარდნის შემაჩერებლის ან
შეკავების ტიპობრივი მოწყობილობის ანკირებასთან მიერთება იხილეთ მე-10 სურათზე. როცა ენერგიის
შთანმთქმელ საჭიმარს იყენებთ, ენერგიის შთანმთქმელის „ბლოკის" ბოლო საკიდარს მიუერთეთ. შეამოწმეთ,
რომ თვითშემტაცი სამაშველო ხაზი ისეთ პოზიციაში იყოს, რომ თვითშეტაცვას ხელი არ შეეშალოს. სამუშაო
გარემოში ყოველთვის დაიცავით სამაშველო ხაზი ან საჭიმარი მჭრელ ან აბრაზიულ ზედაპირებზე ხახუნისაგან.
საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებლის ზომა, ფორმა და გამძლეობა ერთმანეთთან თავსებადი
იყოს. ნურასოდეს მიუერთებთ ერთზე მეტ ინდივიდუალური დაცვის სისტემას ანკირების ერთ სამაგრს.
A. (1) ანკირება, (2) თასმის საჭიმარი, (3) შემაერთებელი, (4) SRD.
B. (1) ანკირება, (2) თასმის საჭიმარი, (3) ამორტიზატორიანი საჭიმარი.
C. (1) ანკირება, (2) თასმის საჭიმარი, (3) ამორტიზატორიანი საჭიმარი, (4) თოკის ჩამჭერი, (5) ვერტიკალური
სამაშველო ხაზი.
4.0 ექსპლუატაცია
;
თუ პირველად ან იშვიათად ვიყენებთ შთანმთქმელ საჭიმრებს , მათ გამოყენებამდე უნდა გადავხედოთ
„უსაფრთხოების ინფორმაციას" , რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოს თავში წერია .
4.1
მომხმარებლის მიერ შემოწმება: ყოველი გამოყენების წინ, გულდასმით დაათვალიერეთ საჭიმარი მოვლა-
შენახვის ჟურნალში მოცემული საკონტროლო ცხრილის მიხედვით(ცხრილი 2). თუ დათვალიერების დროს
საფრთხის შემცველი მდგომარეობა გამოვლინდება ან გამოჩნდება, რომ საჭიმარი დაზიანებულია ან ვარდნის
ძალას დაექვემდებარა, ეს საჭიმარი უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.2
ვარდნის შემდეგ: ყველა საჭიმარი, რომელსაც დააწვება ვარდნის შეჩერების ძალა ან რომელსაც დაეტყობა
ვარდნის შეჩერების დროს მიყენებული დაზიანებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, როგორც ეს
აღწერილია მონტაჟისა და მოვლა-შენახვის ჟურნალში (ცხრილი 2), დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ
ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.3
კიდეზე ჩამოვარდნაზე შემოწმებული საჭიმარი: მითითებული მოწყობილობა (იხილეთ სურათი 1) დაიშვება
0,5 მმ რადიუსის (0,02 in.) (r) გლუვზედაპირიან ფოლადის (მჭრელ) კიდეზე ვარდნის დროს. ამგვარი
კიდეები შეიძლება იყოს შემდეგნაირი: გაგლინული ფოლადის პროფილი, ხის კოჭები, შემოგარსული ან
მომრგვალებული პარაპეტები. მაგრამ, ჰორიზონტალური ან ტრანვერსიული მოძრაობის დროს, როცა
სიმაღლიდან ვარდნისა და კიდეზე დაცემის რისკი არსებობს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
•
თუ სამუშაოს დაწყებამდე რისკის შეფასება ჩატარდება და გამოვლინდება, რომ კიდე ძალიან „მჭრელია"
ან/და ზედაპირი გლუვი არ არის (როგორიცაა შემოუგარსავი სახურავის პარაპეტი, ჟანგიანი კოჭი ან
ცემენტის კიდე): სამუშაოს დაწყებამდე უნდა მივიღოთ შესაფერისი ზომები, რათა არ დავუშვათ კიდეზე
დავარდნა; შეიძლება მუშაობის დაწყებამდე კიდეზე რაიმე დამცავი დავამაგროთ; ან დამამზადებელს
დავუკავშირდეთ რჩევისათვის.
•
ანკერის წერტილი დასაშვებია მხოლოდ კიდის სიმაღლეზე (რომელზეც შეიძლება დავეცეთ) ან მის ზემოთ.
•
საჭიმრის მიმართულების ცვლილების კუთხე კიდესთან, რომელზეც შეიძლება დავეცეთ (რომელიც
იზომება შეცვლილი მიმართულების საჭიმრის ორ გვერდს შორის), უნდა შეადგენდეს მინიმუმ 90 გრადუსს.
•
იმისათვის, რათა შევამციროთ რხევით ვარდნა, სამუშაო ადგილი ან ცენტრალური ღერძიდან
ლატერალური რხევა უნდა შევზღუდოთ მაქსიმუმ 1,50 მ-მდე (4,92 ფტ).
All manuals and user guides at all-guides.com
115