Télécharger Imprimer la page

3M Protecta Viper 2 Manuel D'instruction page 132

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 79
3.0 დამონტაჟება
3.1
დაგეგმვა: დაგეგმეთ თქვენი ვარდნისაგან დამცავი სისტემა ბაგირის ჩამჭერის დამონტაჟებამდე.
გაითვალისწინეთ ყველა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ ყველა მოთხოვნა, შეზღუდვა და
სპეციფიკაცია, რომელიც მითითებულია მე-2 თავსა და 1-ლ ცხრილში.
3.2
ბაგირის ჩამჭერის დამონტაჟება: ბაგირის ჩამჭერი შეიძლება დამონტაჟდეს ნებარდართულ ვერტიკალურ
საანკერო ხაზებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ 1-ლ ცხრილში მითითებულ მოთხოვნებს. ვარდნისაგან დამცავი
ვერტიკალური მოწყობილობა უნდა დამაგრდეს ანკირების წერტილზე, რომელიც აკმაყოფილებს მე-2 თავის
მოთხოვნებს. ბაგირის ჩამჭერის დასამონტაჟებლად:
ნაბიჯი 1. იხ. სურათი 2: გამოიღეთ კარაბინი (L) კარაბინის მარყუჟიდან (J). მოატრიალეთ საბრუნი მილტუჩი
(C) საკუთარი ღერძის გარშემო (B). გადააადგილეთ საბრუნი მუშტა/მომჭერი (E) ცალ მხარეს და
ჩასვით ბაგირი (P) ბაგირის ჩამჭერის კორპუსში.
ნაბიჯი 2. კორპუსზე არსებული ისარი (H) უნდა მიუთითებდეს ზემოთ და იმავე მიმართულებით, სადაც ბაგირის
თავზე არსებული ანკერაჟის სამაგრია (P). დააბრუნეთ მილტუჩი თავდაპირველ პოზიციაში და
ბოლომდე ჩასვით კარაბინი (L) კორპუსსა და კარაბინის მარყუჟში.
ნაბიჯი 3. დარწმუნდით, რომ კარაბინის საკეტი სწორედ იყოს ჩაკეტილი. დარწმუნდით, რომ ზემოთ მიმართული
ისარი ორიენტირებული იყოს იმავე მიმართულებით, საითაც ბაგირის ჩამჭერის კორპუსზე ასახული
ისარი მიუთითებს.
3.3
ბაგირის ჩამჭერის პოზიცია სამაშველო ხაზზე: ბაგირის ჩამჭერის პოზიცია:
ნაბიჯი 1. ბაგირზე მუშტას/მომჭერის გადასაადგილებლად ასწიეთ ან დასწიეთ ბაგირის ჩამჭერი ახალ
პოზიციამდე და ამავდროულად თვალყური ადევნეთ, რომ მუშტა/მომჭერი კონტაქტში რჩებოდეს ბაგირთან.
ნაბიჯი 2. დარწმუნდით, რომ მუშტა/მომჭერი ჩაკეტილი იყოს ბაგირზე მისი ქვემოთ ჩამოქაჩვით. მოათავსეთ
ბაგირის ჩამჭერი თქვენ მიერ დამაგრებულ D-რგოლთან ან მის ზემოთ, რათა თავისუფალი ვარდნის მანძილი
მინიმუმამდე შევამციროთ.
ნაბიჯი 3. ბაგირის ჩამჭერის ჩამკეტის მოქმედების შესამოწმებლად დააწექით მუშტას/მომჭერს და გახსენით.
ბაგირის ჩამჭერი უნდა ჩაიკეტოს ბაგირზე. თუ ბაგირის ჩამჭერი არასწორად მუშაობს, გაიმეორეთ
მიმაგრების ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია 3.2-ე თავში
3.4
გამოიღეთ ბაგირი ჩამჭერიდან
იხ. სურათი 2: გამოიღეთ კარაბინი (L) კარაბინის მარყუჟიდან (J). მოატრიალეთ საბრუნი მილტუჩი (C)
საკუთარი ღერძის გარშემო (B). გადააადგილეთ საბრუნი მუშტა/მომჭერი (E) ცალ მხარეს და ამოიღეთ ბაგირი
(P) ბაგირის ჩამჭერის კორპუსიდან.
4.0 ექსპლუატაცია და გამოყენება
4.1
ყოველი გამოყენების წინ: დარწმუნდით, რომ თქვენი სამუშაო ზონა და ვარდნის შეჩერების ინდივიდუალური
სისტემა (PFAS) აკმაყოფილებს მე-2 თავში მითითებულ ყველა კრიტერიუმს და დანერგილია სამაშველო
გეგმა. შეამოწმეთ ბაგირის ჩამჭერი მომხმარებლის მიერ შესამოწმებელი წერტილების მიხედვით,
რომლებიც მითითებულია „შემოწმებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 2). თუ შემოწმების დროს
გამოვლინდება მოწყობილობის რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, ნუ გამოიყენებთ სისტემას.
ამოიღეთ სისტემა ექსპლუატაციიდან და გაანადგურეთ ან დაუკავშირდით 3M-ს გამოცვლასა თუ შეკეთებასთან
დაკავშირებით.
4.2
ანკერაჟთან ან ანკერაჟის სამაგრთან მიერთება: იხ. სურათი 10. ვარდნისაგან დამცავი მოწყობილობის ან
სისტემის ანკერაჟზე ან მის სამაგრზე მიერთების დროს დარწმუნდით, რომ სამაგრი (თვითჩამკეტი სასხლეტიანი
კაუჭი) სრულად არის ჩამჯდარი და ჩაკეტილი მიერთების წერტილში. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ
სამაგრების ზომა, ფორმა და გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი იყოს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
ანკერაჟის სამაგრებისა და საანკერო ხაზის დამამზადებლის ინსტრუქციებში.
4.3
სხეულის საკიდარზე მიერთება: ვარდნის შეჩერების ფუნქციით მისი გამოყენებისას მიუერთეთ საკიდარი
გულმკერდის ან ზურგის D-რგოლს, რომელიც მდებარეობს საკიდრის ზურგზე მხრებს შორის. საგულდაგულოდ
შეამოწმეთ, რომ სამაგრების ზომა, ფორმა და გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი იყოს. მიერთებების
თაობაზე დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საკიდრის დამამზადებლის ინსტრუქციები.
4.4
ბაგირის ჩამჭერზე მიერთება: გამოიყენეთ კარაბინი უშუალოდ ბაგირის ჩამჭერზე მისაერთებლად.
დარწმუნდით, რომ კარაბინი არ შეუშლის ხელს ბაგირის ჩამჭერის მუშაობას. კარაბინები უნდა იყოს
თვითჩამკეტი/თვითბლოკირების ტიპის. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ სამაგრების ზომა, ფორმა და
გამძლეობა ერთმანეთის თავსებადი იყოს. დარწმუნდით, რომ ბაგირის ჩამჭერზე მიერთებული სამაგრი
სახელურს აძლევდეს თავისუფლად ტრიალის საშუალებას და არ უშლიდეს ხელს ბაგირის ჩამჭერის მუშაობას.
5.0 შემოწმება
5.1
შემოწმებათა სიხშირე:ბაგირის ჩამჭერი და ბაგირი უნდა შემოწმდეს მე-2 თავში განსაზღვრულ შუალედებში.
შემოწმების პროცედურები აღწერილია „შემოწმებებისა და ტექმომსახურების ჟურნალში" (ცხრილი 2 ) .
უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ . ) შეიძლება უფრო
;
ხშირად იყოს საჭირო შემოწმებების ჩატარება .
5.2
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის
რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, დაუყოვნებლივ ამოიღეთ ბაგირის ჩამჭერი მოხმარებიდან
და გაანადგურეთ, რათა შემთხვევით ვინმემ არ გამოიყენოს. ბაგირის ჩამჭერისა და ბაგირების შეკეთება
დაუშვებელია.
5.3
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M-ის ბაგირის ჩამჭერისა და ბაგირების მომსახურების ვადა
განისაზღვრება მუშაობის პირობებითა და მათი მოვლა-შენახვით. ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადაა 1
წლიდან (ექსტრემალური, ინტენსიური გამოყენების პირობებში) და 10 წლამდე (მსუბუქი, არაინტენსიური
გამოყენების პირობებში). პროდუქტი ვარგისია მოხმარებისთვის მანამდე, სანამ უსაფრთხოების შემოწმებას
წარმატებით გადის, ოღონდ ექსპლუატაციის ვადამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წელს.
132

Publicité

loading