EGO CS1400E Manuel De L'opérateur page 374

Masquer les pouces Voir aussi pour CS1400E:
Table des Matières

Publicité

გაფრთხილება: ყოველთვის დაწმუნდით
გაფრთხილება:
თქვენს მყარ საყრდენზე და დაიჭირეთ
ხერხი მჭიდროდ ორივე ხელით, როცა
მოტორი მუშაობს.
გაფრთხილება: როდესაც ხერხის
გაფრთხილება:
ჯაჭვი ჩაიჭირება ხერხვის პროცესში, ხელი
გაუშვით ჩამრთველ ტრიგერს, ამოიღეთ
ხერხის ჯაჭვი და ჯაჭვური ხერხი ხიდან და
ხელახლა ჩართეთ იგი.
გაფრთხილება:
გაფრთხილება: არ მოქაჩოთ ხერხის
ჯაჭვი ხელით, როცა იგი გაჭედილია
ნახერხის გამო. ჯაჭვური ხერხის უცაბედმა
ჩართვამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული
ფიზიკური ზიანი. დაადეთ ხერხის ჯაჭვი
ხეს, ამოძრავეთ ხერხი წინ და უკან უცხო
სხეულების მოსაცილებლად. ყოველთვის
მოხსენით აკუმულატორი გაწმენდამდე.
ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები ჯაჭვური
ხერხის გამოყენებისას.
გაფრთხილება:
გაფრთხილება: არასოდეს ჩართოთ
ჯაჭვური ხერხი, როცა ის ეხება ხეს.
ყოველთვის მიეცით ჯაჭვურ ხერს
საშუალება მიაღწიოს მაქსიმლურ სიჩქარეს
მისით გახერხვის დაწყებამდე.
ხის მოჭრა
ხის მოჭრა
როდესაც ხდება ხის მოჭრის და დახერხის
პროცედურა ორი ან მეტი პირის მიერ
ერთდროულად, დახერხის პროცედურა
ხის მოჭრის პროცედურისგან უნდა იყოს
დაშორებული მოსახერხი ხის სიმაღლის
ორმაგი მანძილით. ხე არ უნდა მოიჭრას
ისეთი წესით, რომელიც საფრთხეს
შეუქმნის სხვა პირს, დაეცემა გადამცემ
ხაზს ან გამოიწვევს რაიმე ქონების
დაზიანებას. თუ ხე შეეხება გადამცემ
ხაზებს, დაუყონებლივ შეატყობინეთ
მათზე პასუხისმგებელ კომპანიას.
ჯაჭვური ხერხის ოპერატორი
უნდა იდგეს მაღლობზე, რადგან ხე
სავარაუდოდ დაგორდება დაბლა მოჭრის
შემდეგ.
KA
374
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ჯაჭვური ხერხი — CS1400E/CS1600E
გასაქცევი გზა უნდა დაიგეგმოს და
გაიწმონდოს დაბრკოლებებისგან
ხის მოჭრის დაწყებამდე. გასაქცევი
გზა უნდა გაგრძელდეს ხის დაცემის
მოსალოდნელი მიმართულების უკან და
დიაგონალურად, როგორც ნახ. T არის
ნაჩვენები.
ხის მოწღამდე გაითვალისწინეთ ხის
ბუნებრივი დახრა, დიდი ტოტების
მდებარეობა და ქარის მიმართულება
რათა განსაზღვროთ რა მიმართულებით
დაეცემა ხე.
მოაცილეთ ხეს ჭუჭყი, მოშვებული
მერქანი, ლურსმნები, ჭიკარტები და
სადენები.
ქვედა ჭდის დადება
ქვედა ჭდის დადება
დაადეთ ხეს მისი დიამტერის 1/3
სიღრმის ჭდე, წაქჩევის მიმართულების
მართობულად, როგორც ნახ. U არის
ნაჩვენები. ჯერ გააკეთეთ ქვედა
ჰორიზონტალური ჭდე. ეს დაგეხმარებათ
თავიდან აირიდოთ ხერხის ჯაჭვის ან ძელის
ჩაყოლა, როდესაც გააკეთებთ მეორე ჭდეს.
ხის წაქცევის საპირისპირო განაკვეთი
ხის წაქცევის საპირისპირო განაკვეთი
გააკეთეთ ხის წაქცევის საპირისპირო
განაკვეთი მინიმუმ 50 მმ-ით მაღლა,
ვიდრე წინა ჰორიზონტალური ჭდე,
როგორც ნახ. U არის ნაჩვენები. გააკეთეთ
ხის წაქცევის საპირისპირო განაკვეთი
ჰორიზონტალური ჭდის პარალელურად.
ისე გააკეთეთ ხის წაქცევის საპირისპირო
განაკვეთი, რომ დარჩება საკმარისი ხე
შუაში სახსრად. დარჩენილი სახსარი
იკავებს ხეს, რათა იგი არ დატრიალდეს
და არ წაიქცეს არასწორი მიმართულებით.
არ გაჭრათ სახსრის განივად.
როდესა ნაჭდევები სახსართან ახლოს
დაედება, ხე დაიწყებს დაცემას. თუ
არსებობს იმის შანსი რომ ხე არ დაეცემა
სასურველი მიმართულებით ან
გამოქანდება უკან და ჩაითრევს ხერხის
ჯაჭვს, გააჩერეთ ხერხვის პროცესი ხის
წაქცევის განაკვეთის დასრულებამდე
და გამოიყენეთ ხის, პლასტმასის ან
ალუმინის სოლები რათა გახსნათ
განაკვეთი და წააქციოთ ხე სასურველი
მიმართულებით.

Publicité

Table des Matières
loading

Ce manuel est également adapté pour:

Cs1600ePower+ cs1400ePower+ cs1600e

Table des Matières