Télécharger Imprimer la page

Ego Power+ PHX1600 Manuel D'utilisation page 347

Publicité

2. ყველაზე ტიპიური გამოსაყენებელი
ხერხვის ტექნიკის მიხედვით ხელსაწყო
მიმართულია 60° ან ნაკლები კუთხით
(ნახ. G). ძელზემდებარე ხერხის
მიმართულებასა და მიწას შორის
კუთხის გაზრდისას ასევე მატულობს
პირველი ჭდის (ტოტის ქვედა მხრიდან)
გაკეთების სირთულეც.
3. მოჭერით გრძელი ტოტები რამდენიმე
ეტაპად.
4. დასაწყისში მოჭერით ქვედა ტოტები,
რათა მისცეთ ზედა ტოტებს მეტი არე
ჩამოვარდნისას.
5. იმუშავეთ ნელა, ორივე ხელით
მჭიდროდ ჩაჭიდებული ხერხზე.
დაიცავით ბალანსი და მყარად იდექით
ფეხზე.
6. არ იმუშაოთ კიბეზე, ეს განსაკუთრებით
სახიფათოა. დაუტოვეთ მსგავსი ტიპის
სამუშაო პროფესიონალებს.
7. არ გააკეთოთ პირველი ჭდე ტოტზე ხის
ტანის ახლოს, სანამ არ ჩამოხერხავთ ამ
ტოტის უმეტესობას და არ შეამცირებთ
მის წონას. მართებული ხერხვის
პროცედურების მიდევნება თავიდან
აგაცილებთ ძირითადი ღეროდან
მერქნის მოცილების პრობლემას.
8. არ გამოიყენოთ ძელზემდებარე ხერხი
ხეების მოსაჭრელად ან ძელების
დასახერხად.
9. ელექტრული დენის დარტყმის
ასარიდებლად არ ამუშაოთ ხელსაწყო 15
მ-ის მახლობლობაში ჰაერში გაჭიმულ
დენის სადენებთან და მოაცილეთ
გარეშე პირები ხელსაწყოს მინიმუმ 15
მ-ის დაშორებით (ნახ. G).
ექსპლუატაცია
ექსპლუატაცია
გაფრთხილება:
გაფრთხილება: ხელსაწყოს
შემოწმებამდე, გაწმენდამდე და სერვისამდე,
გააჩერეთ მოტორი, დაელოდეთ
ყველა მოძრავი ნაწილის გაჩერებას და
მოხსენით აკუმულატორი. ჩამოთვლილი
ინსტრუქციების უგულებელყოფამ
შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული
ფიზიკური ან მატერიალური ზიანი.
გაფრთხილება:
გაფრთხილება: ტექნიკური სერვისისას
გამოიყენეთ მხოლოდ იდენტური
სათადარიგო ნაწილები. სხვა ნებისმიერი
ნაწილის გამოყენებამ შესაძლოა შექმნას
საფრთხე ან გამოიწვიოს ხელსაწყოს
დაზიანება. ხელსაწყოს უსაფრთხოდ და
გამართულად მუშაობისთვის საჭიროა მისი
ყველა შეკეთება, გარდა ინსტრუქციაში
მოცემული მოვლის წესებში აღწერილი
პროცედურებისა, უნდა შესრულდეს
კვალიფიციური სერვისის ტექნიკოსის მიერ.
ზოგადი მოვლის წესი
ზოგადი მოვლის წესი
მოერიდეთ გამხსნელების გამოყენებას
ხელსაწყოს პლასტმასის ნაწილების
გაწმენდისას. უმეტესობა პლასტმასები
ადვილად ზიანდება მათზე გამხსნელების
გამოყენების შედეგად. გამოიყენეთ სუფთა
ტილო ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და
სხვ. მოსაცილებლად.
ხელსაწყოს გაწმენდის წესი
ხელსაწყოს გაწმენდის წესი
ყოველი გამოყენების შემდეგ მოხსენით
აკუმულატორი და მოაცილეთ ნარჩენი
ჯაჭვს და ძელს რბილი ფუნჯით.
გადაწმინდეთ ძელზემდებარე ხერხის
ზედაპირი სუფთა, ნოტიო ქსოვილით და
რბილი სარეცხი საშუალებით.
მოხსენით ჯაჭვ-კბილანას ხუფი, შემდეგ
გამოიყენეთ რბილი ფუნჯი რათა
მოაცილოთ ნარჩენი ძელს, ხერხის ჯაჭვს,
კბილანას და ჯაჭვ-კბილანას ხუფს.
ყოველთვის ამოწმინდეთ ნაფოტები,
ნახერხი და ჭუჭყი ძელის სიღრუედან
როდესაც ცვლით ხერხის ჯაჭვს.
შენიშვნა:
შენიშვნა: არ გამოიყენოთ ძლიერი
გამწმენდი საშუალებები პლასტმასის
ბუდეზე ან სახელურზე. ისინი შესაძლოა
დაზიანდეს ისეთი არომატიზატორებით,
როგორიცაა ნაძვის ან ლიმნის ზეთი..
ძელის და ჯაჭვის გამოცვლის წესი
ძელის და ჯაჭვის გამოცვლის წესი
გაფრთხილება: არასოდეს შეეხოთ
გაფრთხილება:
ან დაარეგულიროთ ჯაჭვი როცა
მოტორი მუშაობს. ხერხის ჯაჭვი ძალიან
ბასრია; ყოველთვის გაიკეთეთ დამცავი
ხელთათმანები მასზე სერვისის ჩატარებისას.
ძელზემდებარე ხერხის მიმაგრება — PSA1000
KA
347

Publicité

loading

Ce manuel est également adapté pour:

Phx1400ePhx1420e