Télécharger Imprimer la page

3M DBI SALA KM419 Manuel D'instructions page 115

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 69
3.0 მონტაჟი
3.1
დაგეგმვა: მუშაობის დაწყებამდე დაგეგმეთ, თუ როგორ იმუშავებთ ვარდნისაგან დასაცავი სისტემით.
გაითვალისწინეთ ყველა ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს უსაფრთხოებაზე
ვარდნამდე, ვარდნის დროს და ვარდნის შემდეგ. გაითვალისწინეთ მოთხოვნები და შეზღუდვები, რომლებიც
აღწერილია 1 & 2-ლ თავში.
3.2
ანკირება: მე-8 სურათზე ჩანს საჭიმრის ანკირება. აირჩიეთ ანკირების ადგილმდებარეობა იქ, სადაც
თავისუფალი ვარდნისა და რხევის რისკი მინიმუმამდე დავა (იხილეთ 2-ლი თავი). აირჩიეთ ანკირების ხისტი
წერტილი, რომელიც გაუძლებს 2-ლ თავში აღწერილ სტატიკურ დატვირთვას.
3.3
თასმის საჭიმრის ჩასმა:
A.
გაანათავსეთ თასმის საჭიმარი ანკირებაზე ისე, რომ ეტიკეტები გარეთ რჩებოდეს, უშუალოდ ანკირების
მყარ კონსტრუქციაზე, ჯამბარის შიდა ნაწილში გატარებით, როგორც ეს 7.A სურათზეა ნაჩვენები.
B.
თასმის საჭიმარი ანკირებაზე უნდა იყოს განთავსებული და ისე უნდა გავუყაროთ ჯამბარას ერთი ბოლო
მეორეში, როგორც ეს 7.B სურათზეა ნაჩვენები. ჯამბარას ერთი ბოლო გადაასრიალეთ თასმის თავზე
ანკერაჟის მიმართულებით. ჯამბარას მეორე ბოლო დაბლა ჩასწიეთ, რათა ჯამბარას ბოლოს ზემოთ აწევის
დროს წარმოქმნილი მოშვებული ადგილი ხელახლა მოიჭიმოს.
C.
ანკერაჟის ქვემოთ ორი ჩამოკიდებული ბოლოდან ორივე მიერთებულია ანკერაჟის სამაგრთან. ზონრის
საჭიმარი მჭიდროდ უნდა შემოეკრას ანკერაჟს ანკერაჟის სამაგრით, რომელიც თავისუფლად კიდია,
როგორც ეს ნაჩვენებია 7.C სურათზე. სიგრძის დასამოკლებლად შეიძლება ზონრის საჭიმარი რამდენჯერმე
გადავახვიოთ ანკერაჟს. ყოველი ასეთი შემოხვევისას გაუყარეთ ჯამბარის ბოლო მეორე ბოლოში.
D.
ანკერაჟის შემაერთებელი მაგრად უნდა მოვჭიმოთ ანკერაჟის სტრუქტურაზე. ზონრის საჭიმარს მოშვებულს
ნუ დავტოვებთ. ამან შეიძლება გაზარდოს თავისუფალი ვარდნის მანძილი ვარდნის ინციდენტის დროს.
;
ნუ გადაკვანძავთ ზონრის საჭიმარს საანკერო წერტილზე . შემაერთებელი ქვესისტემა მხოლოდ ჯამბარაზე
უნდა მიმაგრდეს . კვანძები მკვეთრად შეასუსტებს ანკირების წერტილებს .
3.4
მიუერთეთ ანკირების სამაგრს: მიუერთეთ დამონტაჟებულ ანკირების წერტილს მხოლოდ თვითჩამკეტი
კაუჭით ან თვითჩამკეტი კარაბინით. ნუ გამოიყენებთ კვანძებს სამაშველო ხაზის ანკირების სამაგრთან
მისაერთებლად. ნუ გაატარებთ საჭიმარს ან სამაშველო ხაზს ჯამბარაში. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ
ყველა მაერთებელი ჩაკეტილი ან ბოლომდე ჩამჯდარი იყოს. ვარდნის შემაჩერებლის ან შეკავების ტიპობრივი
მოწყობილობის ანკირებასთან მიერთება იხილეთ მე-8 სურათზე. როცა ენერგიის შთანმთქმელ საჭიმარს
იყენებთ, ენერგიის შთანმთქმელის „ბლოკის" ბოლო საკიდარს მიუერთეთ. შეამოწმეთ, რომ თვითშემტაცი
სამაშველო ხაზი ისეთ პოზიციაში იყოს, რომ თვითშეტაცვას ხელი არ შეეშალოს. სამუშაო გარემოში ყოველთვის
დაიცავით სამაშველო ხაზი ან საჭიმარი მჭრელ ან აბრაზიულ ზედაპირებზე ხახუნისაგან. საგულდაგულოდ
შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებლის ზომა, ფორმა და გამძლეობა ერთმანეთთან თავსებადი იყოს.
ნურასოდეს მიუერთებთ ერთზე მეტ ინდივიდუალური დაცვის სისტემას ანკირების ერთ სამაგრს.
A.
(1) ანკირება, (2) თასმის საჭიმარი, (3) შემაერთებელი, (4) SRD.
B.
(1) ანკირება, (2) თასმის საჭიმარი, (3) ამორტიზატორიანი საჭიმარი.
C.
(1) ანკირება, (2) თასმის საჭიმარი, (3) ამორტიზატორიანი საჭიმარი, (4) თოკის ჩამჭერი,
(5) ვერტიკალური სამაშველო ხაზი.
4.0 ექსპლუატაცია
;
თუ პირველად ან იშვიათად ვიყენებთ შთანმთქმელ საჭიმრებს , მათ გამოყენებამდე უნდა გადავხედოთ
„უსაფრთხოების ინფორმაციას" , რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოს თავში წერია .
4.1
მომხმარებლის მიერ შემოწმება: ყოველი გამოყენების წინ, გულდასმით დაათვალიერეთ საჭიმარი მოვლა-
შენახვის ჟურნალში მოცემული საკონტროლო ცხრილის მიხედვით (ცხრილი 2 ) . თუ დათვალიერების დროს
საფრთხის შემცველი მდგომარეობა გამოვლინდება ან გამოჩნდება, რომ საჭიმარი დაზიანებულია ან ვარდნის
ძალას დაექვემდებარა, ეს საჭიმარი უნდა ამოვიღოთ ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
4.2
ვარდნის შემდეგ: ყველა საჭიმარი, რომელსაც დააწვება ვარდნის შეჩერების ძალა ან რომელსაც დაეტყობა
ვარდნის შეჩერების დროს მიყენებული დაზიანებისათვის დამახასიათებელი დაზიანებები, როგორც ეს
აღწერილია მონტაჟისა და მოვლა-შენახვის ჟურნალში (ცხრილი 2 ) , დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ
ექსპლუატაციიდან და გავანადგუროთ.
5.0 შემოწმება
5.1
შემოწმებების სიხშირე: ანკერაჟის სამაგრები საჭიმარი უნდა შევამოწმოთ მე-1 თავში მოცემულ
ინტერვალებში. შემოწმების პროცედურები აღწერილია „შემოწმებისა და მოვლა-შეკეთების ჟურნალში"
(ცხრილი 2).
;
უკიდურეს სამუშაო პირობებში (მკაცრი გარემო , ხანგრძლივი გამოყენება და ა . შ . ) შეიძლება უფრო
ხშირად იყოს საჭირო შემოწმებები ..
5.2
როცა მოწყობილობა არაუსაფრთხო ან დეფექტურია: თუ შემოწმების დროს გამოვლინდება მოწყობილობის
რაიმე სახიფათო მდგომარეობა ან დაზიანება, დაუყოვნებლივ ამოიღეთ საჭიმარი მოხმარებიდან და
გაანადგურეთ, რათა შემთხვევით ვინმემ არ გამოიყენოს. საჭიმრის შეკეთება დაუშვებელია.
5.3
პროდუქტის ექსპლუატაციის ვადა: 3M საჭიმრების მომსახურების ვადა განისაზღვრება მუშაობის
პირობებითა და მისი ტექმომსახურებით. ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადაა 1 წლიდან (ექსტრემალური,
115

Publicité

loading