2.5
უსაფრთხო დიაპაზონი: მე-3 სურათზე ნაჩვენებია დაცემის შეკავების კომპონენტები. უნდა შევინარჩუნოთ
უსაფრთხოების საკმარისი დიაპაზონი (FC), რათა მიწაზე ან სხვა წინააღმდეგობაზე დაჯახებამდე მოხდეს
ვარდნის შეჩერება. უსაფრთხო დიაპაზონის სიგრძე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის:
სამაგრის ადგილი, (A) საჭიმრის სიგრძე, (B) საჭიმრის შენელების მანძილი ანუ SRD-ის მაქსიმალური
შეჩერების მანძილი, (C) ღვედის გაწელვისა და დ-რგოლის/შემაერთებლის სიგრძე და დაფიქსირება.
დამატებითი დეტალები და უსაფრთხო დიაპაზონის გამოანგარიშება იხილეთ ვარდნისაგან დასაცავი
ქვესისტემის ინსტრუქციებში.
2.6
ვარდნის დროს რხევა:ვარდნის დროს რხევას ადგილი აქვს, როცა მისამაგრებელი წერტილი ვარდნის
დაწყების წერტილის ზუსტად ზევით არ არის (იხილეთ სურათი 4). რხევით ვარდნისას შეიძლება რაიმე საგანს
დავეჯახოთ, რამაც სერიოზული დაშავება ან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. იმისათვის, რათა რხევით
ვარდნა არ მოხდეს, ზუსტად მიმაგრების წერტილის ქვეშ უნდა იმუშაოთ. ნუ დაუშვებთ რხევით ვარდნას, თუ
დაშავების პოტენციალი არსებობს. რხევით ვარდნა მნიშვნელოვნად ზრდის ვარდნის შეჩერების მანძილს,
რომელიც საჭიროა შემტაცი მექანიზმებისა და სხვადასხვა სიგრძის შემაერთებლების გამოყენების დროს.
2.7
კომპონენტების თავსებადობა: 3M-ის აღჭურვილობა გათვლილია მხოლოდ 3M-ის მიერ დამტკიცებულ
კომპონენტებსა და ქვესისტემებში გამოსაყენებლად. ისეთი კომპონენტების ან ქვესისტემების გამოყენებამ
ან შენაცვლებამ, რომლებიც დამტკიცებული არ არის, შეიძლება შეუთავსებლობა გამოიწვიოს და უარყოფითად
იმოქმედოს მთლიანი სისტემის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე.
2.8
შემაერთებლების თავსებადობა: შემაერთებლები შესაერთებელ ელემენტებთან თავსებადად მიიჩნევიან
მაშინ, როცა ისინი ერთად სამუშაოდ არის შექმნილი და მათი ზომა და ფორმა ჩამკეტ მექანიზმს უცებ არ
გახსნის მიუხედავად იმისა, თუ ისინი როგორ ორიენტაციას მიიღებენ. თავსებადობის შესახებ თუ რაიმე
შეკითხვა გაგიჩნდებათ, დაუკავშირდით 3M-ს.
შემაერთებლებმა უნდა დააკმაყოფილონ EN 362. შემაერთებლები უნდა იყოს სამაგრი წერტილების ან
სისტემის სხვა კომპონენტების თავსებადი. ნუ გამოიყენებთ არათავსებად აღჭურვილობას. არათავსებადი
შემაერთებლები შეიძლება უცბად გაიხსნას (იხილეთ ნახატი 5).შემაერთებლები თავსებადი უნდა იყოს
ზომით, ფორმითა და გამძლეობით. თუ შემაერთებელი ელემენტი, რომელზეც სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი
მაგრდება, უფრო პატარა ზომისაა ან სხვა ფორმისაა, როგორც კი მას ძალა დაადგება, კაუჭის ან კარაბინის
რაზა შეიძლება გაიხსნას (A). ძალის მოხვედრაზე თუ რაზა გაიხსნება (B), სასხლეტიანი კაუჭი ან კარაბინი
მიმაგრების წერტილიდან მოძვრება (C).
2.9
მიერთება: სასხლეტები ან კარაბინები, რომლებსაც ამ აღჭურვილობასთან ვიხმართ, მხოლოდ
თვითჩამკეტები უნდა იყოს. საგულდაგულოდ შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებლის ზომა, ფორმა და
გამძლეობა აღჭურვილობის თავსებადი იყოს. ნუ გამოიყენებთ არათავსებად აღჭურვილობას. საგულდაგულოდ
შეამოწმეთ, რომ ყველა შემაერთებელი ჩაკეტილი ან ბოლომდე ჩამჯდარი იყოს.
3M-ის შემაერთებლები (სასხლეტები და კარაბინები) უნდა გამოვიყენოთ, როგორც მომხმარებლის შესაბამის
ინსტრუქციებშია მითითებული. არასწორი შეერთებები იხილეთ მე-6 ნახატში. ნუ გადააბამთ სასხლეტებსა და
კარაბინებს:
A. დ-რგოლზე, რომელზეც სხვა შემაერთებელია მიერთებული.
B. ისე, რომ რაზას ძალა დაადგეს. დიდყელიანი სასხლეტები არ უნდა შევუერთოთ სტანდარტული ზომის
დ-რგოლებს ან მსგავს საგნებს, რის გამოც რაზას სიმძიმე დააწვება, თუ სასხლეტი ან დ-რგოლი
გადაიგრიხება ან მოტრიალდება, თუ რასაკვირველია სასხლეტი აღჭურვილია 3 600 გირვანქის/612 კგ-
ის (16 კნ) გამძლე რაზით. შეამოწმეთ სასხლეტზე წარწერა, რათა დააზუსტოთ, რომ ის ამ მიზნისათვის
ვარგისია.
C. მიფუჩეჩებული მიმაგრების დროს სასხლეტიდან ან კარაბინერიდან გამოწეული ნაწილები სამაგრ
წერტილში გაიჩხირება და ვიზუალური დადასტურების გარეშე იქ ბოლომდე ჩამჯდარი გამოიყურება.
D. ერთმანეთზე.
E. პირდაპირ ქსოვილის თასმაზე ან თოკის საჭიმარზე, ან უკან გადავაბათ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
დამამზადებლის ინსტრუქციებით როგორც საჭიმარზე, ასევე შემაერთებელზე დაიშვება ასეთი გადაბმა).
F.
ნებისმიერ საგანს, რომლის ზომა და ფორმა ისეთია, რომ სასხლეტი ან კარაბინი არ ჩაიკეტება ან
გამოძვრება.
G. ისე, რომ დატვირთვის დროს შემაერთებელი სწორად არ გაიშალოს.
114