დამახასიეთებელ ხმას. ადაპტერის ჩარჩოდან
მოსახსნელად დააჭირეთ ხელი ადაპტერის
ღილაკს (ნახ. 41). ბავშვის სავარძლის
ადაპტერიდან მოსახსნელად დააჭირეთ
ქსოვილის ქვეშ ორივე ღილაკს ერთდროულად
(ნახ. 42). ადაპტერიც და ბავშვის სავარძელიც
ავტომატურად იბლოკება. მანქანის სავარძელი
შესაძლებელია დაფიქსირდეს სტანდარტული
მანქანის სავარძლის ღვედების მეშვეობის და
ISOFIX-ის სამონტაჟო სისტემით. გთხოვთ,
მანქანის სავარძლის გამოყენებამდე ყურადღებით
წაიკითხოთ ინსტრუქცია.
დამატებითი აქსესუარების
დამონტაჟება ჩარჩოზე
ჩარჩოს ორივე მხარეს განთავსებულია Anex TM
ჭიქების ჩასადები. ეტლი ასევე აღჭურვილია
საყიდლების კალათით, რომელიც მიმაგრებულია
ჩარჩოს ქვედა ნაწილზე ელვა შესაკრავის
დახმარებით. (ნახ. 43). ასევე მშობლებისათვის
გათვალისწინებულია ზუგჩანთაც.
მოვლა და დასუფთავება
გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ ეტლი
ინახებოდეს სუფთა და მშრალ ადგილას.
(როგორც საფარი, ასევე ჩარჩო). იმ შემთხვევაში,
თუ ეტლი დაბინძურდა ან დასველდა, უნდა
გააშროთ და მეტალის ნაწილები გაწმინდოთ
მშრალი ქსოვილით. ეტლი მოარიდეთ ჭუჭყს
(ქვიშა, მტვერი და სხვ.) წინააღმდეგ შემთხვევაში
საჭიროა ეტლის გაწმენდა, რაც შეიძლება მალე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ ამის
გაკეთებას ვერ შეძლებთ, პროდუქტმა შეიძლება
შეწყვიტოს ფუნქციონირება ნაწილობრივ ან
მთლიანად.
ეტლის საფარი შეიძლება დასუფთავდეს სველი
ნაჭრით ან სარეცხი ფუნჯით. გასუფთავებისას
საფარის მოხსნა საჭირო არ არის. როდესაც ეტლი
დიდი ხნითაა განთავსებული მზის სინათლეზე,
შესაძლებელია მასალისა და ტექსტილის ფერის
შეცვლა. დრო და დრო მოხსენით თვლები
ჩარჩოს და მოაშორეთ მტვერი ან/და ქვიშა.
თვლების საკიდები არ დაფაროთ წყლით.
უნდა გაკონტროლდეს თვლების ცვეთა და
რეგულარულად გაიწმინდოს ჭუჭყისაგან.
გარდა ამისა, არსებობს რვა საკისარი ეტლში
(2 ცალი თითო მხარეს), რომელიც უნდა იყოს
რეგულარულად შემოწმებული და დაცული
ჭუჭყისაგან და სითხეებისგან. იმ შემთხვევაში,
თუ რაიმე ნივთიერება მოხვდება ამ საკისარი,
უნდა გაიწმინდოს და გაიხეხოს რამდენიმე
ზეთის წვეთით. ზეთის წვეთები კი უნდა
გაწმინდოთ მშრალი ქსოვილით.
KA
85