გაფრთხილება
ეტლის გამოყენებამდე, ყურადღებით
წაიკითხეთ ეს სახელმძღვანელო.
ამ სახელმძღვანელოს მოთხოვნების
შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის
თქვენი ბავშვის უსაფრთხოებას.
ეს ეტლი შექმნილია ერთი ბავშვის
ტრანსპორტირებისათვის.
ეტლი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთზე
მეტი ბავშვის ტრანსპორტირებისათვის.
ეს პროდუქტი განკუთვნილია 0-დან 48
თვემდე ასაკის ბავშვებისათვის. მაქს. წონა:
22 კგ.
აკრძალულია სეირნობის დროს ბავშვის
დატოვება დახრილ ზედაპირებზე (თუნდაც
დაბლოკილი მუხრუჭებით).
უნდა გააქტიურდეს პარკინგის მექანიზმი,
ბავშვის მოთავსებისას ან მისი გარეთ
ყოფნისას.
აკრძალულია ეტლის გამოყენება, თუ მისი
რომელიმე ნაწილი გაუმართავია
სანამ ააწყობთ ეტლს, დარწმუნდით, რომ
პროდუქტი და მისი ნაწილები გამართულია,
თუ რაიმე გაუმართაობას აღმოაჩენთ, არ
გამოიყენოთ პროდუქტი.
ეტლის რეგულირებისას, დარწმუნდით, რომ
მისი მოძრავი ნაწილები არ ეხება თქვენი
ბავშვის სხეულს.
მუხრუჭების გამოყენება სავალდებულოა
ყოველ გაჩერებაზე.
ჭიქის ჩასადებში დატვირთვის მაქსიმალური
წონაა 0.5 კგ. დედის ჩანთაში მაქსიმალური
წონის დატვირთვაა 1 კგ. კალათაში
მაქსიმალური წონის დატვირთვაა 5 კგ.
მძიმე ობიექტის მოთავსებამ ნაწილზე,
შეიძლება გამოიწვიოს არასტაბილურობა.
ზედმეტმა წონამ კი შეიძლება გამოიწვიოს
საშიში, არასტაბილური მდგომარეობა.
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის მიერ
დამტკიცებულ აქსესუარებთან ერთად.
გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის/
დისტრიბუციის მიერ მოწოდებული ან
რეკომენდებული სათადარიგო ნაწილები.
აწიეთ წინა თვლები, თუ საჭიროა ტროტუარზე
ასვლა ან საფეხურზე ასვლა.
ეტლით კიბეებზე დაშვება დაუშვებელია.
m/type PRO-ს ჩარჩოს გამოყენება შესაძლებელია
მხოლოდ m/type PRO-ს გონდოლით, ან m/
type PRO-ს სავარძლით ან Anex-ის მანქანის
სავარძლით.
შეინახეთ ეტლი ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილზე.
მანქანის სავარძელი, რომელიც მონტაჟდება
ჩარჩოზე, არ ჩაანაცვლებს საწოლს. ჩვილის
დაძინებისას გამოიყენეთ გონდოლა.
არ განათავსოთ გონდოლა ღია ცეცხლის
მახლობლად ან ძლიერი სითბოს სხვა
წყაროსთან.
სახელურები და გონდოლის ქვედა
ნაწილი რეგულარულად უნდა შემოწმდეს
დაზიანებაზე.
ტარებამდე ან აწევისას დარწმუნდით,
რომ სახელურები სწორ პოზიციაშია
გამოსაყენებლად.
როდესაც ბავშვი მოთავსებულია გონდოლაში,
მისი თავი არასოდეს არ უნდა იყოს ბავშვის
სხეულზე დაბლა.
KA
81