ამორტიზაციის სისტემა
ეტლს გააჩნია ზამბარებიანი და რეგულირებადი
ამორტიზაციის სისტემა ჩარჩოზე, ჩვილის
კომფორტისათვის. (ნახ. 15). ამორტიზაციის
სისტემის ჩარჩოზე სარეგულაციოდ, გადართეთ
ადაპტერი გზის ტიპის შესაბამისად: სწორი გზა
(hard mode)/მთის გზა (soft mode). (ნახ. 15). ორივე
მხარე ყოველთვის ერთნაირად დააფიქსირეთ.
გონდოლა
გონდოლის დასამაგრებლად, მოათავსეთ
ადაპტერები ჩარჩოს შიდა მხარეს განთავსებულ
სათავსოებში. (ნახ. 16). გონდოლას ადაპტერები
იბლოკება ავტომატურად. გონდოლას
მოსახსნელად, დააჭირეთ „memory" ადაპტერის
ღილაკს და ასწიეთ. (ნახ. 16). საჭიროების
შემთხვევაში შესაძლებელია გონდოლის
შიდა მხარის მოხსნა და გარეცხვა. ამისათვის,
უნდა მოხსნათ მატრასი და მოაშოროთ ზედა
საფარი 2 ელვის გახსნით. (ნახ. 17). გონდოლა
ასევე აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით,
რომელიც შესაძლებელია დაარეგულიროთ
ქვედა ნაწილიდან. (ნახ. 18). ვენტილაციის
სისტემის დასამაგრებლად, გადამრთველი
გადაიყვანეთ „respective mode (on/off)" - ზე.
გონდოლას საჩრდილობელი,
გონდოლას ფეხსაფარი
გონდოლას გააჩნია მოსახერხებელი დასაკეცი
საჩრდილობელი ჩვილის ქარისგან, მზისგან,
თოვლისგან და წვიმისგან დასაცავად. ეტლის
საჩრდილობელის პოზიციები შეგიძლიათ
დააყენოთ ღილაკების საშუალებით. არ არის
საჭირო ერთდროულად ორივე ღილაკზე დაჭერა
საჩრდილობელის გასახსნელად; საკმარისია
დააჭიროთ შესაბამის ღილაკს ერთი მხრიდან
(სანამ არ გაიგებთ დამახასიათებელ ხმას)
და შემდეგ დააჭერთ მეორე ღილაკს
და გადმოკეცოთ საჩრდილობელი ერთი
ხელით (ნახ. 19). საჩრდილობელის
მოსახსნელად მარტივად უნდა მოქაჩოთ
მას მოთხოვნილი პოზიციის მისაღებად.
გონდოლა აღჭურვილია დამატებითი
სახელურით ტრანსპორტირებისათვის
(ნახ. 20). გონდოლა ასევე აღჭურვილია
ფეხსაფარით, რომელიც მიმაგრებულია
გონდოლის წინა მხარეს და დაფიქსირებულია
2 მაგნიტით თითოეულ მხარეს (ნახ. 21).
გონდოლის საჩრდილობელი აღჭურვილია
ვენტილაციით. ვენტილაციისთვის გახსენით
ელვა და უკან გადაწიეთ საჩრდილობელის
ბოლო ნაწილი, (ნახ. 22). გონდოლას გააჩნია
დამატებითი აღჭურვილობა - მწერების ბადე
(ნახ. 23) და საწვიმარი (ნახ. 24).
სასეირნო პოზიცია
სასეირნო პოზიციის დასამაგრებლად,
მოათავსეთ ადაპტერები ჩარჩოს შიდა
მხარეს განთავსებულ სათავსოებში
(ნახ. 26). სავარძლის განყოფილების
ადაპტერები იბლოკება ავტომატურად.
სავარძლის განყოფილებას გააჩნია მონტაჟის
2 მიმართულება: ერთი რომელიც უყურებს
პირდაპირ გზას და მეორე - დედას. ასევე
შესაძლებელია სავარძლის ქსოვილის მოხსნა
და გარეცხვა. ამის გასაკეთებლად საჭიროა
პლასტიკური ბაზიდან ქსოვილის ნაკრების
დემონტაჟი ყველა საფისაქციო ღილაკის
ფრთხილად გახსნითა და უსაფრთხოების
ღვედების მოშორების გზით. სავარძლის
განყოფილების ჩარჩოდან მოსაშორებლად
დააჭირეთ ადაპტერის ღილაკს და აწიეთ.
(ნახ. 27). სავარძლის განყოფილების სიმაღლე
შესაძლებელია დაყენდეს სავარძლის
უკანა მხარეს განთავსებული სახელურის
საშუალებით. (ნახ. 28).
KA
83