მოერიდეთ ლითონის საგნების მოთავსებას უსადენო სადგამი დამტენის ზედაპირზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის
•
გაცხელება და გაუმართაობა. უსადენო სადგამი დამტენი გამოიყენეთ მხოლოდ 0°C-დან 45°C-მდე გარემოს ტემპერატურის პირობებში.
•
თუ გარემოს ტემპერატურა ძალიან მაღალია, უსადენო დამტენმა შეიძლება შეწყვიტოს მუშაობა. ამ შემთხვევაში, გირჩევთ შეწყვიტოთ
უსადენო დატენა.
•
უსადენო დამტენის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად, მოერიდეთ მის გამოყენებას მანქანაში.
•
რეკომენდებულია ზრდასრულთა მეთვალყურეობა, თუ აღნიშნულ პროდუქტს ბავშვები გამოიყენებენ ან მასთან კონტაქტი ექნებათ.
•
გამორთეთ თქვენი უსადენო მოწყობილობა საავადმყოფოებში, კლინიკებში ან სამედიცინო დაწესებულებებში მოთხოვნის შემთხვევაში. ეს
მოთხოვნები გამიზნულია სენსიტიურ სამედიცინო აღჭურვილობასთან შესაძლო ინტერფერენციის თავიდან ასაცილებლად.
•
ზოგიერთმა უსადენო მოწყობილობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სმენის აპარატების ან კარდიოსტიმულატორების ეფექტურობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენი სერვისის პროვაიდერს.
•
კარდიოსტიმულატორების მწარმოებლები გირჩევენ, მოწყობილობასა და კარდიოსტიმულატორს შორის მანძილი იყოს მინიმუმ 15 სმ, რათა
მოხდეს კარდიოსტიმულატორის პოტენციური შეფერხების თავიდან აცილება.
•
თუ კარდიოსტიმულატორს იყენებთ, იქონიეთ მოწყობილობა კარდიოსტიმულატორის საპირისპირო მხარეს და არ ატარეთ მოწყობილობა
წინა ჯიბით.
•
მოწყობილობის გამოყენებისას გაეცანით ადგილობრივ კანონმდებლობას და რეგულაციებს. უბედური შემთხვევების რისკის
შესამცირებლად, არ გამოიყენოთ თქვენი უსადენო მოწყობილობა მანქანის მართვის დროს.
•
თქვენი მოწყობილობის ნაწილების ან შიდა ელექტროსქემის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენოთ ის მტვრიან, კვამლიან,
ნესტიან ან ჭუჭყიან გარემოში ან მაგნიტურ ველებთან ახლოს.
•
არ გამოიყენოთ, შეინახოთ ან მოახდინოთ მოწყობილობის ტრანსპორტირება აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების (მაგალითად,
ბენზინგასამართი სადგური, ნავთობის საწყობი, ქიმიური ქარხანა) შენახვის ადგილზე. ასეთ გარემოში მოწყობილობის გამოყენება ზრდის
აფეთქებისა და ხანძრის გაჩენის რისკს.
•
ამ მოწყობილობის, კვების ელემენტისა და აქსესუარების გადაყრა მოახდინეთ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. მათი გადაყრა არ
უნდა მოხდეს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კვების ელემენტის არასათანადო გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს
ხანძარი, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
თუ კვების ელემენტი გაჟონავს, უზრუნველყავით, რომ ელექტროლიტი პირდაპირ კონტაქტში არ იყოს თქვენს კანთან ან თვალებთან. თუ
•
ელექტროლიტი შეგეხებათ კანზე ან შეგეფრქვევათ თვალში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით და მიმართეთ ექიმს.
•
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების გარდამქმნელი შეერთებულია როზეტში თქვენს მოწყობილობასთან ახლოს და
ადვილად ხელმისაწვდომია. გამოაერთეთ დამტენი როზეტიდან და მოწყობილობიდან, როდესაც არ იყენებთ.
•
მიკროფონის მახლობლად არ მოათავსოთ ლითონის ბასრი საგნები, მაგალითად, ქინძისთავები. მიკროფონმა შეიძლება მიიზიდოს ეს
ობიექტები და გამოიწვიოს დაზიანება.
•
უსადენო მოწყობილობებმა შეიძლება შეაფერხოს თვითმფრინავის საფრენი სისტემა. არ გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობა ისეთ
ადგილებში, სადაც უსადენო მოწყობილობები დაუშვებელია თვითმფრინავის კომპანიის რეგულაციების მიხედვით.
•
გამორთეთ თქვენი უსადენო მოწყობილობა, როდესაც ამას მიგითითებთ აეროპორტის ან ავიაკომპანიის პერსონალი. გაიარეთ კონსულტაცია
ავიაკომპანიის პერსონალთან თვითმფრინავში უსადენო მოწყობილობების გამოყენების შესახებ. თუ თქვენი მოწყობილობა გთავაზობთ
„ფრენის რეჟიმს", ის უნდა ჩაირთოს თვითმფრინავში ასვლამდე.
•
მოწყობილობის მიკროფონის ხმის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად, ქსოვილით გაწმინდეთ მიკროფონის ის ადგილი, რომელზეც
წყალი მოხვდა. არ გამოიყენოთ მიკროფონი, სანამ სველი ადგილები მთლიანად არ გაშრება.
•
დაიცავით პორტატიული მოწყობილობა და მისი აქსესუარები ძლიერი ზემოქმედებისგან, ძლიერი ვიბრაციისგან, ნაკაწრებისგან და ბასრი
საგნებისგან, რამაც შეიძლება დააზიანოს მოწყობილობა.
•
უზრუნველყავით, რომ პორტატიული მოწყობილობა და მისი აქსესუარები სუფთა და მშრალი იყოს. ვარჯიშის დროს არ გეკეთოთ
მოწყობილობა ზედმეტად მოშვებულად ან მჭიდროდ. ვარჯიშის შემდეგ გაიწმინდეთ მაჯა და გაასუფთავეთ მოწყობილობა. სანამ ხელახლა
გაიკეთებდეთ, გასასუფთავებლად წყალი გაავლეთ მოწყობილობას და გაამშრალეთ.
თუ პორტატიული მოწყობილობა შექმნილია ცურვისა და შხაპისთვის, რეგულარულად გაწმინდეთ სამაჯური, გაიმშრალეთ მაჯა და
•
გაამშრალეთ მოწყობილობა, სანამ ხელახლა გაიკეთებდეთ.
•
დღის განმავლობაში ოდნავ მოუშვით სამაჯური, რათა კანმა ისუნთქოს. თუ მისი ტარება დისკომფორტს შეგიქმნით, მოიხსენით
პორტატიული მოწყობილობა და დაასვენეთ მაჯა. თუ მაინც არაკომფორტულად გრძნობთ თავს, შეწყვიტეთ მისი ტარება და რაც შეიძლება
მალე მიმართეთ ექიმს. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა მასალებისგან და განსხვავებული დიზაინის სამაჯურები Huawei-ს ოფიციალური
ვებსაიტიდან.
ყვინთვასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები
•
მოწყობილობის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ ყვინთვის პროფესიონალური ტრენინგი, გაეცანით ჩასაყვინთი აღჭურვილობის
გამოყენებას და ყურადღებით წაიკითხეთ სწრაფი დაწყების სახელმძღვანელო და მომხმარებლის გზამკვლევი. ამ მოწყობილობის ან
ჩასაყვინთი აღჭურვილობის ნებისმიერი არასათანადო გამოყენება შეიძლება საშიში აღმოჩნდეს.
•
ჩაყვინთვის წინ აუცილებლად გაიარეთ საჭირო სამედიცინო გამოკვლევა. თუ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მანამდე არსებული
ან პოტენციური პრობლემა, შესაძლოა საჭირო გახდეს ექიმის მიერ გამოკვლევა. ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემების ქონის
შემთხვევაში ჩაყვინთვა შეიძლება საშიში აღმოჩნდეს და ტრავმა გამოიწვიოს. გთხოვთ, პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე.
•
უსაფრთხოების მიზნით, არ ჩაყვინთოთ მარტო. ჩაყვინთეთ კვალიფიცირებულ მყვინთავთან ერთად.
•
ყვინთვასთან დაკავშირებული მიზნებისთვის მოწყობილობის რამდენიმე მომხმარებელს შორის გაზიარება არ შეიძლება. მონაცემები,
როგორიცაა ყვინთვის ისტორია, პარამეტრები და რეალურ დროში სიღრმის ცვლილებები მომხმარებლისთვის სპეციფიკურია. ამიტომ,
ყვინთვისთვის ამ მოწყობილობის საზიარო გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინფორმაციის უზუსტობა, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს
დაზიანება ან სიკვდილიც კი.
•
ელექტრონული მოწყობილობები შეიძლება იყოს გაუმართავი და გამონაკლისი არც ეს მოწყობილობაა. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ
მიმდინარე სიღრმეს, ყვინთვის ხანგრძლივობას, აირს, ჟანგბადის ნაწილობრივ წნევას, არადეკომპრესიულ ლიმიტს (NDL) და სხვა
ინფორმაციას. უზრუნველყავით, რომ მომზადებული გქონდეთ სარეზერვო მოწყობილობა, რადგან ინფორმაციის ერთი წყარო საკმარისი არ
არის, როცა საქმე თქვენს უსაფრთხოებას ეხება.
ჩაყვინთვის წინ შეამოწმეთ მოწყობილობის უსაფრთხოება. მაგალითად, შეამოწმეთ გამართულად ფუნქციონირებს თუ არა მოწყობილობა,
•
სწორია თუ არა ყვინთვის პარამეტრები და საკმარისი ენერგიაა თუ არა კვების ელემენტში.
•
მოწყობილობა არ უნდა იქნეს გამოყენებული კომერციული ან პროფესიული ყვინთვის აქტივობებისთვის. ის განკუთვნილია მხოლოდ
რეკრეაციული მიზნებისთვის.
•
მოწყობილობა არ ითვალისწინებს თითოეული ადამიანის ცვალებად ფიზიოლოგიურ პირობებს. მაშინაც კი, როცა ყვინთვა მთლიანად
შესრულებულია ამ მოწყობილობის ან ჩასაყვინთი აღჭურვილობის მიერ დაყენებული ყვინთვის გეგმის შესაბამისად, მაინც არსებობს
დეკომპრესიული ავადმყოფობის რისკი (DCS). არცერთი მეთოდი ან აღჭურვილობა სრულად არ გამორიცხავს DCS-ის, აზოტური ნარკოზის ან
ჟანგბადის ტოქსიკურობის შესაძლებლობას. ამიტომ, პოტენციური რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად გირჩევთ, ყოველთვის
ჩაყვინთოთ მოწყობილობის მიერ მოწოდებული უსაფრთხოების ფარგლებში.
42