Télécharger Imprimer la page

Huawei ASK-B19 Guide De Démarrage Rapide page 40

Masquer les pouces Voir aussi pour ASK-B19:

Publicité

თქვენი მოწყობილობა აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებსაც გვთავაზობს IP68 (IEC 60529).
რეკომენდებულია ზრდასრულთა მეთვალყურეობა, თუ აღნიშნულ პროდუქტს ბავშვები გამოიყენებენ ან მასთან კონტაქტი ექნებათ.
გამორთეთ თქვენი უსადენო მოწყობილობა საავადმყოფოებში, კლინიკებში ან სამედიცინო დაწესებულებებში მოთხოვნის შემთხვევაში. ეს
მოთხოვნები გამიზნულია სენსიტიურ სამედიცინო აღჭურვილობასთან შესაძლო ინტერფერენციის თავიდან ასაცილებლად.
ზოგიერთმა უსადენო მოწყობილობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სმენის აპარატების ან კარდიოსტიმულატორების ეფექტურობაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენი სერვისის პროვაიდერს.
კარდიოსტიმულატორების მწარმოებლები გირჩევენ, მოწყობილობასა და კარდიოსტიმულატორს შორის მანძილი იყოს მინიმუმ 15 სმ, რათა
მოხდეს კარდიოსტიმულატორის პოტენციური შეფერხების თავიდან აცილება.
თუ კარდიოსტიმულატორს იყენებთ, იქონიეთ მოწყობილობა კარდიოსტიმულატორის საპირისპირო მხარეს და არ ატარეთ მოწყობილობა
წინა ჯიბით.
მოწყობილობის გამოყენებისას გაეცანით ადგილობრივ კანონმდებლობას და რეგულაციებს. უბედური შემთხვევების რისკის
შესამცირებლად, არ გამოიყენოთ თქვენი უსადენო მოწყობილობა მანქანის მართვის დროს.
თქვენი მოწყობილობის ნაწილების ან შიდა ელექტროსქემის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენოთ ის მტვრიან, კვამლიან,
ნესტიან ან ჭუჭყიან გარემოში ან მაგნიტურ ველებთან ახლოს.
არ გამოიყენოთ, შეინახოთ ან მოახდინოთ მოწყობილობის ტრანსპორტირება აალებადი და ფეთქებადი ნივთიერებების (მაგალითად,
ბენზინგასამართი სადგური, ნავთობის საწყობი, ქიმიური ქარხანა) შენახვის ადგილზე. ასეთ გარემოში მოწყობილობის გამოყენება ზრდის
აფეთქებისა და ხანძრის გაჩენის რისკს.
ამ მოწყობილობის, კვების ელემენტისა და აქსესუარების გადაყრა მოახდინეთ ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. მათი გადაყრა არ
უნდა მოხდეს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კვების ელემენტის არასათანადო გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს
ხანძარი, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
თუ კვების ელემენტი გაჟონავს, უზრუნველყავით, რომ ელექტროლიტი პირდაპირ კონტაქტში არ იყოს თქვენს კანთან ან თვალებთან. თუ
ელექტროლიტი შეგეხებათ კანზე ან შეგეფრქვევათ თვალში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით და მიმართეთ ექიმს.
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების გარდამქმნელი შეერთებულია როზეტში თქვენს მოწყობილობასთან ახლოს და
ადვილად ხელმისაწვდომია. გამოაერთეთ დამტენი როზეტიდან და მოწყობილობიდან, როდესაც არ იყენებთ.
უსადენო მოწყობილობებმა შეიძლება შეაფერხოს თვითმფრინავის საფრენი სისტემა. არ გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობა ისეთ
ადგილებში, სადაც უსადენო მოწყობილობები დაუშვებელია თვითმფრინავის კომპანიის რეგულაციების მიხედვით.
გამორთეთ თქვენი უსადენო მოწყობილობა, როდესაც ამას მიგითითებთ აეროპორტის ან ავიაკომპანიის პერსონალი. გაიარეთ კონსულტაცია
ავიაკომპანიის პერსონალთან თვითმფრინავში უსადენო მოწყობილობების გამოყენების შესახებ. თუ თქვენი მოწყობილობა გთავაზობთ
„ფრენის რეჟიმს", ის უნდა ჩაირთოს თვითმფრინავში ასვლამდე.
დაიცავით პორტატიული მოწყობილობა და მისი აქსესუარები ძლიერი ზემოქმედებისგან, ძლიერი ვიბრაციისგან, ნაკაწრებისგან და ბასრი
საგნებისგან, რამაც შეიძლება დააზიანოს მოწყობილობა.
დღის განმავლობაში ოდნავ მოუშვით სამაჯური, რათა კანმა ისუნთქოს. თუ მისი ტარება დისკომფორტს შეგიქმნით, მოიხსენით
პორტატიული მოწყობილობა და დაასვენეთ მაჯა. თუ მაინც არაკომფორტულად გრძნობთ თავს, შეწყვიტეთ მისი ტარება და რაც შეიძლება
მალე მიმართეთ ექიმს. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვა მასალებისგან და განსხვავებული დიზაინის სამაჯურები Huawei-ს ოფიციალური
ვებსაიტიდან.
დარწმუნდით, რომ დენის გარდამქმნელი აკმაყოფილებს IEC/EN 62368-1-ის მოთხოვნებს და შემოწმებული და დამტკიცებულია ეროვნული
ან ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად.
გაფრთხილება:
ეს მოწყობილობა შეიცავს მცირე ზომის კვების ელემენტს. არ გადაყლაპოთ კვების ელემენტი — არსებობს ქიმიური დამწვრობის საშიშროება.
მცირე ზომის კვების ელემენტის გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი შინაგანი დამწვრობა სულ რაღაც 2 საათში და ლეტალური
შედეგიც დადგეს.
ახალი და გამოყენებული კვების ელემენტი შეინახეთ ბავშვებისგან შორს. თუ კვების ელემენტის განყოფილება უსაფრთხოდ არ იხურება,
შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და შეინახეთ ბავშვებისგან შორს. თუ ფიქრობთ, რომ კვების ელემენტები შესაძლოა გადაყლაპულია ან
სხეულის რომელიმე ნაწილშია მოთავსებული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ინფორმაცია გადაგდებისა და გადამუშავების შესახებ
ბორბლებიანი ურნის ჯვარედინად გადახაზული სიმბოლო თქვენს პროდუქტზე, კვების ელემენტზე, ლიტერატურაზე ან შეფუთვაზე
შეგახსენებთ, რომ ყველა ელექტრო პროდუქტი და კვების ელემენტი მათი საექსპლუატაციო ვადის დასრულების შემდეგ უნდა წაიღოთ
ნარჩენების შეგროვების ცალკე პუნქტში; მათი გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად ჩვეულებრივი ნარჩენების ნაკადში დაუშვებელია.
მომხმარებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, გადააგდოს აპარატურა სპეციალურად შექმნილი შეგროვების პუნქტის ან ელექტრო და
ელექტრონული აპარატურისა (WEEE) და კვების ელემენტების გადამუშავების სერვისის გამოყენებით, ადგილობრივი კანონების შესაბამისად.
თქვენი აპარატურის სწორი შეგროვება და გადამუშავება ხელს უწყობს ელექტრული და ელექტრონული აღჭურვილობის (EEE) ნარჩენების
გადამუშავებას ისე, რომ მოხდეს ღირებული მასალის კონსერვაცია და დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო; არასწორი
მოპყრობა, შემთხვევითი მტვრევა, დაზიანება და/ან არასწორი გადამუშავება ექსპლუატაციის ბოლოს შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისა და
გარემოსათვის ზიანის მომტანი. დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ სად და როგორ გადაყაროთ EEE ნარჩენები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ
ადგილობრივ ორგანოებს, საცალო მოვაჭრეს ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სამსახურს, ან ეწვიოთ ვებსაიტს
https://consumer.huawei.com/en/.
საშიში ნივთიერებების შემცირება
ეს მოწყობილობა და მისი ელექტრო აქსესუარები ექვემდებარება ადგილობრივად მოქმედ წესებს ზოგიერთი საშიში ნივთიერების გამოყენების
შეზღუდვის შესახებ ელექტრო და ელექტრონულ აპარატურაში, მათ შორის, ევროკავშირის ქიმიური ნივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების,
ავტორიზაციისა და შეზღუდვის (EU REACH) რეგულაციას, საშიში ნივთიერებების შეზღუდვის (RoHS) და კვების ელემენტების (თუ
დართულია) შესახებ დირექტივას. REACH და RoHS-ის შესაბამისობის დეკლარაციის სანახავად ეწვიეთ ვებსაიტს
https://consumer.huawei.com/certification.
ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა
RF დასხივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
თქვენი მოწყობილობა არის დაბალი სიმძლავრის რადიოგადამცემი და მიმღები. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მოწყობილობა
შექმნილია ისე, რომ არ ხდება იმ ბაზრის მიერ დადგენილი ლიმიტების გადაჭარბება, სადაც ის განთავსდება.
38

Publicité

loading