Bosch GRL 250 HV Professional Notice Originale page 186

Masquer les pouces Voir aussi pour GRL 250 HV Professional:
Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 26
186 | ქართული
არ შეინახოთ საზომი ხელსაწყო ადგილებში,
u
სადაც წვდომა აქვთ უცხო პირებს. პირებმა,
რომლებმაც არ იციან საზომი ხელსაწყოს
სწორად გამოყენება, შეიძლება ზიანი მიაყენონ
საკუთარ თავს და სხვებს.
არ მიმართოთ ლაზერის სხივი
ადამიანებზე ან ცხოველებზე და არ
შეხედოთ ლაზერის სხივს. ეს საზომი
ხელსაწყო წარმოქმნის ლაზერის 3R
კლასის ლაზერულ გამოსხივებას EN
60825-1 სტანდარტის შესაბამისად.
პირდაპირი მზერა ლაზერის სხივზე –
დიდი მანძილიდანაც კი – შეიძლება
დააზიანოს მხედველობა.
უზრუნველყავით, რომ ლაზერული
u
გამოსხივების ზონა ზედამხედველობის ქვეშ ან
შემოღობილი იყოს. ლაზერის სხივების
შეზღუდვა კონტროლირებადი ზონებით აღკვეთს
უცხო პირთა თვალების დაზიანებას.
ყოველთვის განათავსეთ საზომი ხელსაწყო ისე,
u
რომ ლაზერის სხივებმა გადიოდნენ თვალის
სიმაღლის ზემოთ ან ქვემოთ. ამ გზით თავიდან
აიცილებთ თვალის დაზიანებას.
აღკვეთეთ ლაზერის სხივის არეკვლა გლუვი
u
ზედაპირებიდან, მაგალითად, ფანჯრებიდან ან
სარკეებიდან. არეკლილმა ლაზერულმა სხივმა
ასევე შეიძლება დააზიანოს მხედველობა.
უსაფრთხოების ტექნიკის სხვა
მითითებები
არ შეხედოთ გამოსხივების წყაროს
u
ფოკუსირებული ოპტიკური ხელსაწყოების
მეშვეობით, მაგალითად, ბინოკლით ან
გამადიდებელი შუშით. ამან შეიძლება
გამოიწვიოს თვალების დაზიანება.
მაგნიტებით აღჭურვილი აქსესუარები
ახლოს არ მიიტანოთ იმპლანტებთან
და სხვა სამედიცინო
მოწყობილობებთან, როგორიცაა
კარდიოსტიმულატორი ან ინსულინის
ტუმბო. აქსესუარებში მაგნიტები
ქმნიან ველს, რომელსაც შეუძლია
დაარღვიოს იმპლანტების ან
სამედიცინო მოწყობილობების მუშაობა.
მაგნიტის აქსესუარები შეინახეთ უსაფრთხო
u
მანძილზე (ელექტრო) მაგნიტური ველების
ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარე
მონაცემების მაგნიტური მატარებლებისგან და
მოწყობილობებისგან/ხელსაწყოებისგან.
აქსესუარებში ჩაშენებული მაგნიტების
ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს
მონაცემების გამოუსწორებელი დაკარგვა.
1 609 92A 7AR | (07.02.2022)
პროდუქტის და მომსახურების
აღწერილობა
იმოქმედეთ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს
დასაწყისში მოყვანილი ილუსტრაციების
შესაბამისად.
დანიშნულებისამებრ გამოყენება
როტაციული ლაზერული ნიველირი
საზომი ხელსაწყო განკუთვნილია
ჰორიზონტალური, ვერტიკალური ხაზების, შეხების
ხაზების და შვეულების განსაზღვრისთვის და
შესამოწმებლად.
ეს საზომი ხელსაწყო განკუთვნილია შენობებში და
ღია სივრცეში გამოყენებისთვის.
დისტანციური მართვის პულტი
დისტანციური მართვის პულტი განკუთვნილია
Bosch-როტაციული ლაზერული ნიველირის
მართვისთვის ინფრაწითელი გამოსხივების
მეშვეობით.
დისტანციური მართვის პულტი ვარგისია შენობაში
და ღია ცის ქვეშ სამუშაოდ.
გამოსახული კომპონენტები
გამოსახული კომპონენტების ნუმერაცია
შესრულებულია საზომი ინსტრუმენტის და
დისტრანციური მართვის პულტის სურათების
მიხედვით ილუსტრაციულ გვერდზე.
როტაციული ლაზერული ნიველირი
(1) შერყევის შესახებ გაფრთხილების ფუნქციის
ინდიკატორი
(2) შერყევის შესახებ გაფრთხილების ჩართვის
ღილაკი
(3) მდგომარეობის ინდიკატორი
(4) ამომრთველი
(5) როტაციული რეჟიმის ღილაკი
(6) ცვლადი ლაზერული სხივი
(7) დისტანციური მართვის სენსორი
(8) ლაზერული სხივის გამოსასვლელი ხვრელი
(9) შვეულის წერტილი, ვრცელდება ზევით
(10) როტაციული თავაკი
(11) ხაზოვანი რეჟიმის ღილაკი
(12) გაფრთხილება ბატარეების დაცლის შესახებ
(13) ბატარეების განყოფილება
(14) ბატარეების განყოფილების ფიქსატორი
(15) ბუდე შტატივის ქვეშ 5/8"
(16) სერიული ნომერი
(17) ლაზერული გამოსხივების
გამაფრთხილებელი ფირფიტა
(18) ლაზერული სხივის გამოსვლის ხვრელის
გაფრთხილების ფირფიტა (GRL 300 HV/
GRL 300 HVG)
Bosch Power Tools

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières