Télécharger Imprimer la page

Ferroli DIVA D C24 Instructions D'installation, D'entretien Et D'utilisation page 132

Publicité

3.3 ტექნიკური მომსახურება
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
B
ყველა ტექნიკური მომსახურების სამუშაო და კომპონენტების გამოცვლა უნდა
შეასრულოს კვალიფიცირებულმა პერსონალმა.
ბოილერის შიგნით ნებისმიერი სამუშაოების წამროებამდე, გათიშეთ კვება და
დაკეტეთ აღმავალი ნაკადი აირის ონკანიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში,
შეიქმნება აფეთქების, დენის დარტყმის, დახრჩობის ან მოწამვლის საფრთხე.
პერიოდული შემოწმება
დროთა განმავლობაში მოწყობილობის სათანადო მუშაობის უზრუნველსაყოფად, პროფესიონალმა პერსონალმა
წელიწადში ერთხელ უნდა აწარმოოს მოწყობილობის ინსპექტირება. მან უნდა ჩაატაროს შემდეგი შემოწმებები:
მართვის და უსაფრთხოების მოწყობილობები (აირსარქველი, ნაკადის გადამრთველი, თერმოსტატები და სხვ.)
გამართულად უნდა მუშაობდნენ.
კვამლის გამწოვის წრედი ეფექტურად უნდა მუშაობდეს.
(დალუქული კამერის ბოილერი: ვენტილატორი, წნევის გადამრთველი და სხვ. – დალუქული კამერა უნდა იყოს
მჭიდროდ დალუქული: ლუქები, კაბელის მილისები და სხვ.) (ღია კამერის ბოილერი: წყლის ჩამოდენის
მაჩერებელი მოწყობილობა, ორთქლის თერმოსტატი და სხვ.)
კვამლის გამწოვის საბოლო ნაწილი და მილისები არ უნდა იყოს დახშობილი და არ უნდაჟონავდეს
ფრქვევანა და გადამცემი უნდა იყოს სუფთა და ნარჩენებისგან თავისუფალი. გასუფთავებისას არ უნდა
გამოიყენოთ ქიმიური პროდუქტები ან ლითონის ჯაგრისები.
ელექტროდი სათანადოდ უნდა იყოს განთავსებული და ნარჩენებისგან თავისუფალი.
აირის და წყლის სისტემა უნდა იყოს მჭიდროდ დამაგრებული.
ცივ მდგომარეობაში სისტემაში წყლის წნევა უნდა იყოს დაახლ. 1 ბარი; სხვა შემთხვევაში, მიიყვანეთ საჭირო
მნიშვნელობამდე.
ცირკულაციური ტუმბო არ უნდა იყოს გაჭედილი.
გამაფართოვებელი ავზი უნდა იყოს სავსე.
აირის ნაკადი და წნევა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის ცხრილებში მოცემულ მნიშვნელობებს.
132
=
=
სურ. 14- ელექტროდების განლაგება
კოდი 3542B920 - რევ 07 - 06/2024
DIVA D C24
GE

Publicité

loading