Télécharger Imprimer la page

Ferroli DIVA D C24 Instructions D'installation, D'entretien Et D'utilisation page 125

Publicité

DIVA D C24
ავტომატური პარამეტრების ფუნქციის აქტივაცია აირსარქვლის დაკალიბრებისათვის
ეს პროცედურა უნდა შესრულდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: აირსარქვლის გამოცვლა, ბარათის გამოცვლა,
კონვერსია გაზის გამოცვლისთვის.
B&P
აირსარქველი
დაკლალიბრებას: შესაბამისად, მინიმალური და მაქსიმალური კვების რეგულირება ხდება ელექტრონულად, ორი
პარამეტრის მეშვეობით:
შიგთავსი
აღწერილობა
q01
ნაკადის წანაცვლების აბსოლუტური მინიმუმი
q02
ნაკადის წანაცვლების აბსოლუტური მაქსიმუმი
აირსარქვლის წინასწარი დაკალიბრება
1. მიუერთეთ წნევის ინდიკატორი აირსარქვლის გამოსავალი წნევის კონტროლისთვის.
2. გაააქტიურეთ ავტომატური პარამეტრების ფუნქცია (პარამეტრი b12=1).
3. გაააქტიურეთ დაკალიბრების პროცედურა გათბობა + ღილაკზე და Eco/Comfort ღილაკზე ერთეულად 5 წამის განმავლობაში
დაჭერით. შეტყობინება „Au-to" ავტომატურად გამოჩნდება (ორი თანმიმდევრული ციმციმის სახით) და ფრქვევანა აინთება. 8
წამში (ბუნებრივი აირი და თხევადი ნახშირწყალბადიანი აირი) ბოილერი იპოვის ანთების წერტილს. ანთების წერტილი,
ნაკადის აბსოლუტური მინიმალური წანაცვლების (პარამეტრი q01) და ნაკადის მაქსიმალური აბსოლუტური წანაცვლების
(პარამეტრი q02) მნიშვნელობები ინახება ბარათზე.
აირსარქვლის დაკალიბრება
1. ეკრანზე აისახება მოციმციმე „q02"; მოდულაციის ნაკადი დაყვანილი იქნება ნაკადის აბსოლუტური მაქსიმალური
წანაცვლების პარამეტრის (პარამეტრი q02) წინასწარი დაკალიბრების მნიშვნელობამდე.
2. დააჭირეთ DHW ღილაკებს პარამეტრის „q02" კორექტირებისათვის, სანამ წნევის სარქველში არ იქნება მიღწეული
მაქსიმალური ნომინალური წნევა მინუს 1 მბარი მნიშვნელობა. დააცადეთ წნევას დასტაბილურება 10 წამის განმავლობაში.
3. დააჭირეთ DHW "+" ღილაკს პარამეტრის „q02" კორექტირებისათვის წნევის ინდიკატორზე მაქსიმალური ნომინალური წნევის
მიღწევამდე. დააცადეთ წნევას დასტაბილურება 10 წამის განმავლობაში.
4. Ifთუ წნევის ინდიკატორზე წნევის მნიშვნელობა განსხვავებული იქნება მაქსიმალური ნომინალური წნევისგან, გააგრძელეთ
პარამეტრის „q02" 1 ან 2 ერთეულით გაზრდა ღილაკზე DHW "+" დაჭერით: თითოეული ცვლილების შემდეგ, დააცადეთ
წნევას დასტაბილურება 10 წამის განმავლობაში.
5. როდესაც წნევის ინდიკატორზე ასახული წნევის მაჩვენებელი გაუტოლდება მაქსიმალურ ნომინალურ წნევას (პარამეტრის
„q02" ახლად დაკალიბრებული მნიშვნელობა ავტომატურად შენახული იქნება), დააჭირეთ ღილაკს heating "–": ეკრანზე
აისახება მოციმციმე „q01"; მოდულაციის ნაკადი დაყვანილი იქნება ნაკადის აბსოლუტური მინიმალური წანაცვლების
პარამეტრის (პარამეტრი q01) წინასწარი დაკალიბრების მნიშვნელობამდე.
6. დააჭირეთ DHW ღილაკებს პარამეტრის „q01" კორექტირებისათვის წნევის ინდიკატორზე მინიმალური ნომინალური წნევის
პლუს 0,5 მბარი მიღწევამდე. დააცადეთ წნევას დასტაბილურება 10 წამის განმავლობაში.
7. დააჭირეთ DHW "-" ღილაკს პარამეტრის "q01" კორექტირებისათვის წნევის ინდიკატორზე მინიმალური ნომინალური წნევის
მიღწევამდე. დააცადეთ წნევას დასტაბილურება 10 წამის განმავლობაში.
8. თუ წნევის ინდიკატორზე წნევის მაშვენებელი განსხვავებული იქნება მონიმალური ნომინალური წნევისგან, გააგრძელეთ
პარამეტრის "q01" 1 ან 2 ერთეულით შემცირება ღილაკზე DHW "-" დაჭერით: თითოეული ცვლილების შემდეგ, დააცადეთ
წნევას დასტაბილურება 10 წამის განმავლობაში.
9. როდესაც წნევის ინდიკატორზე ასახული წნევის მაჩვენებელი გაუტოლდება მინიმალურ ნომინალურ წნევას (პარამეტრის
„q01" ახლად დაკალიბრებული მნიშვნელობა ავტომატურად შენახული იქნება), ხელახლა შეამოწმეთ ორივე კორექტირება
გათბობის ღილაკებზე დაჭერით და საჭიროების შემთხვევაში, დააკორექტირეთ ზემოხსენებული პროცედურის გამეორებით.
10. დაკალიბრების პროცედურა ავტომატურად შეწყდება 15 წუთის შემდეგ ან ღილაკებზე heating "+" და Eco/Comfort ერთად
დაჭერით 5 წამის განმავლობაში.
აირის წნევის სარქვლების შემოწმება და რეგულირება შეზღუდულ დიაპაზონში
დარწმუნდით, რომ მოწოდების ნაკადი შეესაბამებოდეს ტექნიკური მონაცემების ცხრილში მითითებულ მონაცემებს.
დაუკავშირეთ სათანადო წნევის ინდიკატორი წნევის გაზომვის წერტილს „B", რომელიც მდებარეობს აირსაქრქვლის ქვემოთ.
გააქტიურეთ TEST (ტესტირების) რეჟიმი და მიჰყევით აირის წნევის შემოწმების ინსტრუქციებს მაქსიმალური და
მინიმალური სიმძლავრის პირობებში (იხილეთ შემდეგი პარაგრაფი).
თუ წნევის ინდიკატორზე ნომინალური წნევის მაქსიმალური და/ან მინიმალური მნიშვნელობები განსხვავდება ტექნიკური
მონაცემების ცხრილში მითითებულისგან, გააგრძელეთ შემდეგი თანამიმდევრობით.
დააჭირეთ Eco/Comfort ღილაკს 2 წამის განმავლობაში აირსარქვლის დაკალიბრებაზე გადასასვლელად შეზღუდული
დიაპაზონის რეჟიმში.
ბარათი გადავა პარამეტრზე „q02", რომელიც ასახავს ამჟამად შენახულ მნიშვნელობას DHW ღილაკებზე დაჭერისას.
თუ წნევის ინდიკატორზე ასახული მაქსიმალური წნევის მაჩვენებელი განსხვავდება ნომინალური წნევისგან, გააგრძელეთ
პარამეტრის „q02" 1 ან 2 ერთეულით გაზრდა/შემცირება DHW ღილაკებზე დაჭერით: თითოეული ცვლილების შემდეგ ხდება
მნიშვნელობის შენახვა; აცადეთ წნევას დასტაბილურება 10 წამის განმავლობაში.
დააჭირეთ heating "-" ღილაკს (მაგ. 3 - სურ. 1).
GE
(ინტეგრირებული
მოდულაციის
კოდი 3542B920 - რევ 07 - 06/2024
ოპერატორით)
არ
უზრუნველყოფს
ბუნებრივი აირი
0÷100
0÷100
მექანიკურ
პროპანის აირი
0÷150
0-150
125

Publicité

loading