ყოველთვის ამოიღეთ შტეკერი შტეფსელიდან, როდესაც არ იყენებთ გრილს. ნუ
ჩადებთ მოწყობილობას წყალში ან სხვა სითხეებში. თუ გრილი წყალში ჩავარდა, ჯერ
გათიშეთ ის და შემდეგ ხელთათმანების საშუალებით ამოიღეთ მოწყობილობა
წყლიდან. არასდროს გამოიყენოთ გრილი, თუ ის ან მისი კვების კაბელი
დაზიანებულია. ნუ შეეცდებით თავად მოწყობილობის შეკეთებას. თქვენი გრილი
ყოველთვის განათავსეთ სწორ, სტაბილურ ზედაპირზე, სითბოს მიმართ მდგრადი და
მყარი ფუძით და კარგად ვენტილირებად ადგილას. თუ გრილში მოთავსებულია
ძალიან ბევრი საკვები და მისი დახურვა რთულია, არასდროს დაატანოთ ძალა, რადგან
ამან შეიძლება დააზიანოს აპარატი. ხანძრის საშიშროების თავიდან ასაცილებლად,
არასდროს დატოვოთ აპარატი უყურადღებოდ, მუშაობის დროს. გრილი დენთან
მიერთებამდე უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში: კორპუსის თავსახური უნდა
იყოს დაკეტილი ❷. მომზადების შემდეგ ამოიღეთ მომზადებული საკვები მხოლოდ
ხის ან სითბოს მიმართ მდგრადი სპატულის გამოყენებით. არ გამოიყენოთ ბასრი
ჩანგალი ან დანა მზა საკვების ამოსაღებად, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს დამცავი
საფარი.
ექსპლუატაციამდე მომზადება
გახსენით თქვენი გრილი და გაათავისუფლეთ კაბელი, მაგრამ ნუ შეაერთებთ მას
კვების ბლოკში. დარწმუნდით, რომ შემგროვებელი ჟარონი ❽ დამონტაჟებულია
თაროზე ❾ (იხ. სურათი b) გრილის კორპუსის ძირის უკანა ნაწილში ❺ (იხ. სურათი
a). დააჭირეთ ზედა მოსახსნელი ❹ პანელის ფიქსატორის ❼ ზედა ღილაკს, რომ
ამოიღოთ იგი, შემდეგ კი ქვედა განყოფილების ქვედა ფიქსატორის პანელის ❹
გამოყენებით ქვედა მოსახსნელი პანელი ამოიღეთ ❻ უბრალოდ მისი ზემოთ აწევით.
გარეცხეთ გრილის მოსახსნელი პანელები თბილ საპნიან წყალში, შემდეგ გაამშრალეთ
რბილი ქსოვილით. ამ დეტალების გარეცხვა ასევე უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ
მანქანაში. გარეცხეთ და
გააშრეთ პანელები
ყოველი
მომზადების შემდეგ.
aeno.com/documents
65