Télécharger Imprimer la page

Dreame R20 Manuel D'utilisation page 17

Publicité

უსაფრთხოების ინსტრუქცია
არასათანადო გამოყენების შედეგად გამოწვეული შემთხვევების, მათ შორის ელექტრო შოკის ან ხანძრის
თავიდან ასარიდებლად, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს ინსტრუქცია გამოყენებამდე და
შეინახოთ იგი შემდგომი გამოყენებისთვის
გაფრთხილება
• ამ პროდუქტის გამოყენება 8 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს, სპეციალური ფიზიკური, სენსორული,
ან გონებრივი საჭიროებების მქონე პირებს, ან შეზღუდული გამოცდილების და ცოდნის მქონე პირებს
შეუძლიათ მშობლის, ან მეურვის ზედამხედველობის ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს
პროდუქტის უსაფრთხო გამოყენება და მოხდეს ნებისმიერი რისკისა და საფრთხის თავიდან აცილება.
მტვერსასრუტის გაწმენდა და მოვლა-შეკეთება არ უნდა მოხდეს ბავშვების მიერ ზედამხედველის
გარეშე.
• მტვერსასრუტი არ არის სათამაშო. არ უნდა მოხდეს ამ პროდუქტით თამაში, ან მისი გამოყენება
ბავშვების მიერ. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე მტვერსასრუტის ბავშვებთან ახლოს
გამოყენებისას. არ მისცეთ ბავშვებს მტვერსასრუტის გაწმენდის, ან მოვლა-შეკეთების უფლება
მშობლის, ან მეურვის ზედამხედველობის გარეშე.
• არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი გარეთ, ან სველ ზედაპირებზე. მტვერსასრუტი გამოიყენეთ მხოლოდ
შენობაში მშრალ ზედაპირებზე. არ შეეხოთ შტეკერს, ან მტევრსასრუტის სხვა ნებისმიერ ნაწილს
სველი ხელით.
• ცეცხლის გაჩენის, აფეთქების, ან დაზიანების რისკის შესამცირებლად, მტევრსასრუტის გამოყენებამდე
შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ლითიუმის ბატარეა და დამტენი ადაპტერი დაუზიანებელია. არ
გამოიყენოთ მტვერსასრუტი თუ ლითიუმის ბატარეა, ან დამტენი დაზიანებულია.
• მულტი-ზედაპირული ჯაგრისი, მოტორიზებული მინი ჯაგრისი, ბატარეა, ნახშირბადის ბოჭკოვანი
მილი და მტვერსასრუტი ელექტროგამტარია და არ უნდა მოხდეს მათი წყალში, ან სხვა სითხეში
გავლება. დარწმუნდით, რომ გასუფთავების შემდეგ ყველა ფილტრი გამშრალებულია.
• ნაწილების ადგილის შეცვლით გამოწვეული დაზიანების თავიდან ასაცილებლად გამორთეთ
მტვერსასრუტი ჭკვიანი მულტი ზედაპირული ჯაგრისის გასუფთავებამდე. ჭკვიანი მულტი
ზედაპირული ჯაგრისი, მტვრის კონტეინერი და ფილტრი სათანადოდ უნდა იყოს დაყენებული
მტვერსასრუტის გამოყენებამდე.
• გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალი დამტენი ადაპტერი. არასდროს გამოიყენოთ არა-ორიგინალი
ადაპტერი, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ლითიუმის ბატარეის აალება.
• არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი ისეთი აალებადი ან წვადი სითხეების შესასრუტად, როგორიცაა
ბენზინი, ან მათეთრებელი, ამიაკი, დრენაჟის საწმენდი საშუალებები ან სხვა სითხეები.
• არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი გიფსოკარდონის ნაწილაკების, ნაცრის, მაგალითად ბუხრის ნაცრის, ან
ისეთი წვადი, ან აალებადი მასალების შესასრუტად როგორიცაა ნახშირი, სიგარეტის ნამწვი, ან ასანთი.
• გამოყენებამდე შეამოწმეთ გასაწმენდი ადგილი. მტვერსასრუტის ღიობების დაბლოკვის თავიდან
ასაცილებლად, მოარიდეთ მას დიდი ზომის ქაღალდები, ქაღალდის ბურთები, პლასტმასის ნაწილები,
ან ბასრი საგნები (როგორიცაა შუშა, ლურსმნები, ხრახნები, მონეტები და ა.შ.) და ნებისმიერი ნივთი,
რომელიც ღიობებზე დიდი ზომისაა.
• მოარიდეთ თმა, თავისუფალი ტანსაცმელი, თითები და სხეულის სხვა ნაწილები მტვერსასრუტის
ღიობებსა და მოძრავ ნაწილებს. არ მიმართოთ დამაგრძელებელი მილი, ან ხელსაწყოები თქვენი
თვალებისა ან ყურებისკენ და არ ჩაიდოთ ისინი პირში.
• არ მოათავსოთ არანაირ ნივთი მტვერსასრუტის ღიობებში. არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი მისი
ნებისმიერი ღიობის დაბლოკვის შემთხვევაში. შეინახეთ მტვრისგან, ბეწვისგან, თმებისგან ან სხვა
ისეთი ნივთებისგან გასუფთავებული, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ჰაერის ნაკადი.
• არ მიაყუდოთ მტვერსასრუტი სკამზე, მაგიდაზე ან სხვა არასტაბილურ ზედაპირზე, რადგან ამან
შეიძლება გამოიწვიოს მექანიზმის, ან პირადი დაზიანება. თუ მტვერსასრუტი დაზიანდა დავარდნის
შედეგად, ან სხვაგვარად გაუმართავია, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს უფლებამოსილ სერვის
განყოფილებას. არასდროს სცადოთ მოწყობილობის თქვენით დაშლა.
• სახელმძღვანელოში მოცემული ბატარეის ხელახალი დატენვის ყველა ინსტრუქცია მკაცრად უნდა
იქნას დაცული. ბატარეის არასწორად დამუხტვამ ტემპერატურის მითითებული დიაპაზონის
ფარგლებს გარეთ შეიძლება დააზიანოს ბატარეა.
.
GE
1

Publicité

loading