600
ქართული ენა
ჯაგრისის თავის დამაგრება
Philips Sonicare კბილის ჯაგრისის გამოყენება
შენიშვნა: კარგად რომ მიეკროს, დარწმუნდით, რომ
სახელური სუფთა და მშრალია და სტიკერები კი
მთლიანად ეკრობა სახელურს და არ არის
დარჩენილი ჰაერი.
შენიშვნა: სტიკერების დაკვრის დროს არ დატოვოთ
ბავშვები უყურადღებოდ.
1 გაასწორეთ ჯაგრისის თავი ისე, რომ ჯაგრულა
სახელურის წინა მხრის მიმართულებით იყოს.
2 მაგრად დააჭირეთ თავი მეტალის სამაგრზე,
სანამ არ გაჩერდება.
შენიშვნა: ნორმალურია, თუ ჯაგრისის თავსა და
სახელურს შორის მცირე არეს შენიშნავთ.
თუ თქვენს Sonicare კბილის ჯაგრისს პირველად
იყენებთ, ნორმალურია უფრო მეტი ვიბრაციის
შეგრძნება, ვიდრე არაელექტრო კბილის ჯაგრისის
გამოყენებისას. პირველად მომხმარებლებისთვის
ზედმეტი ზეწოლის გამოყენება ბუნებრივია.
დააწექით ნაზად და მიეცით კბილის ჯაგრისს
საშუალება, რომ კბილები გაგიხეხოთ. გთხოვთ,
დაიცავით ქვემოთ მოცემული გაწმენდის
ინსტრუქციები საუკეთესო გამოცდილებისათვის.
იმისათვის, რომ დაგეხმაროთ Sonicare-ის ახალ
ელექტრო კბილის ჯაგრისზე გადასვლაში, უკვე
ჩართულია EasyStart ფუნქცია. ეს ფუნქცია ნაზად
ზრდის ძალას პირველ 14 გაწმენდაზე, რომელიც
დაგეხმარებათ მოერგოთ Philips Sonicare-ის კბილის
ჯაგრისით გაწმენდას.