Ego Power+ LM1700E Manuel De L'opérateur page 317

Masquer les pouces Voir aussi pour LM1700E:
Table des Matières

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 30
მომხმარებლის ინსტრუქციის დედნის თარგმანი
სრულად გაეცანით
ინსტრუქციას!
გაეცანით მომხმარებლის
ინსტრუქციას
არსებული რისკი: ხელსაწყოს
უსაფრთხოდ და გამართულად
მუშაობისთვის საჭიროა მისი ყველა
შეკეთება და ნაწილის შეცვლა შესრულდეს
კვალიფიციური სერვისის ტექნიკოსის მიერ.
მიზნობრივი მოხმარებისა და
მოსალოდნელი არასათანადო გამოყენების
გზები: ხელსაწყო განკუთვნილია ბალახის
გასაკრეჭად სახლისა და ბაღის პირობებში.
იგი არ უნდა გამოიყენოთ უჩვეულოდ
მაღალი, მშრალი ან სველი ბალახის,
ე.წ. საძოვრის ბალახის გასაკრეჭად; ან
ფოთლების დასაქუცმაცებლად. ხელსაწყოს
გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ
დანიშნულებისამებრ. სხვა ნებისმიერი
სარგებლობა ჩაითვლება როგორც
არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევა.
უსაფრთხოების წესის
სიმბოლოები
უსაფრთხოების წესის სიმბოლოების
მიზანია მიაქციოთ ყურადღება შესაძლო
საფრთხეებს. ყურადღებით გაეცანით
და შეისწავლეთ უსაფრთხოების წესის
სიმბოლოები და მათი შესაბამისი
განმარტებები. უსაფრთხოების წესის
სიმბოლოების მინიშნებები თავისთავად
არ ანეიტრალებს რაიმე საფრთხის
არსებობის რისკს. მათ მიერ მოწოდებული
ინსტრუქციები და გაფრთხილებები არ
არიან შემთხვევის თავიდან აცილების
სწორი პროცედურის შემცვლელები.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო გაზონსაკრეჭი — LM1700E
გაფრთხილება: ხელსაწყოს
გამოყენებამდე დაწვრილებით გაეცანით
და შეისწავლეთ ყველა უსაფრთხოების
წესი მომხმარებლის ამ ინსტრუქციაში,
მათ შორის ყველა უსაფრთხოების წესის
სიმბოლო როგორიცაა „საშიშროება",
„გაფრთხილება"და „ყურადღება". ქვემოთ
ჩამოთვლილი ყველა ინსტრუქციის
უგულებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს
ელექტრული შოკი, ხანძარი და/ან
მოგაყენოთ სერიოზული პირადი ზიანი.
სიმბოლოების
მნიშვნელობა
უსაფრთხოების შეტყობინების
სიმბოლო: აღნიშნავს - „საშიშროება",
„გაფრთხილება" ან „ყურადღება". შესაძლოა
გამოყენებულ იქნას სხვა სიმბოლოებთან ან
პიქტოგრამებთან ერთად.
გაფრთხილება: ელექტრული
ხელსაწყოს გამოყენებისას შესაძლოა
უცხო სხეულის თვალების მიდამოში
მოხვედრა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
თვალის მნიშვნელოვანი დაზიანება.
ელექტრული ხელსაწყოს გამოყენებამდე
აუცილებლად მოირგეთ უსაფრთხოების
თვალსაფარი ან სათვალე მყარი თვალის
დამცავებით და მთლიანი სახის ეკრანით.
ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ფართო
ხედვის არის მქონე უსაფრთხოების ნიღაბს
სათვალეებთან ერთად ან სტანდარტულ
გვერდითა ეკრანების მქონე უსაფრთხოების
სათვალეებს.
317
KA

Publicité

Table des Matières
loading

Table des Matières