ავტომატური გამორთვა
თუ დაახლოებით 120 წთ განმავლობაში საზომ
ხელსაწყოზე არ იქნება დაჭერილი რაიმე ღილაკი,
მაშინ საზომი ხელსაწყო ავტომატურად
გამოირთვება ბატარეების მუხტის ეკონომიის
მიზნით.
საზომი ხელსაწყოს თავიდან ჩასართავად
ავტომატური გამორთვის შემდეგ, შეიძლება ან
გადაწიოთ ამომრთველი (2) ჯერ პოზიციაში OFF
და შემდეგ ისვ ჩართოთ საზომი ხელსაწყო, ან
ერთხელ დაჭიროთ ლაზერის მუშაობის რეჟიმის
(არჩევის) ღილაკს (4).
ავტომატური გამორთვის დეაქტივაციისთვის,
ჩართული საზომი ხელსაწყოს დროს, გეჭიროთ
დაჭრილ მდგომარეობაში ლაზერული რეჟიმის
(არჩევის) ღილაკი (4) მინიმუმ 3 წ განმავლობაში.
თუ ავტომატური გამორთვა დეაქტივირებულია,
ლაზერის სხივები ხანმოკლედ ანათებს
დასადასტურებლად.
ავტომატური გამორთვის გასააქტიურებლად
გამორთეთ და ხელახლა ჩართეთ საზომი
ხელსაწყო.
მუშაობის რეჟიმი
საზომ ხელსაწყოს აქვს მუშაობის რამდენიმე
რეჟიმი, რომელთა გადართვა შესაძლებელია
ნებისმიერ დროს:
– ჯვარედინი ხაზების რეჟიმი (იხ. სურ. A):
პროეცირდება ჰორიზონტალური ლაზერული
სიბრტყე და ერთი ვერტიკალური ლაზერული
ხაზი წინ;
– ჰორიზონტალური რეჟიმი (იხ. სურ. B):
პროეცირდება ერთი ჰორიზონტალური
ლაზერული სიბრტყე ;
– ვერტიკალური რეჟიმი (იხ. სურ. C):
პროეცირდება ერთი ვერტიკალური ლაზერული
ხაზი წინ.
რეჟიმის შესაცვლელად, დააჭირეთ ლაზერის
მუშაობის რეჟიმის არჩევის ღილაკს (4), სანამ
ლაზერის სხივები არ გადავა საჭირო სამუშაო
რეჟიმი.
მუშაობის ყველა რეჟიმი შესაძლებელია როგორც
ავტომატური ნიველირებით, ასევე დახრის
ფუნქციით.
ავტომატური ნიველირების ფუნქცია
საზომი ხელსაწყო მუდმივად აკონტროლებს
პოზიციას მუშაობის დროს. თვითნიველირების
დიაპაზონში ყოფნისას ±4° ხელსაწყო ასრულებს
ავტომატურ ნიველირებას. თვითნიველირების
დიაპაზონის ფარგლებს გარეთ ავტომატურად
ირთვება დახრის ფუნქცია.
ავტომატური ნიველირებით მუშაობა
(იხ. სურ. A−C)
დააყენეთ საზომი ხელსაწყო მყარ ჰორიზონტალურ
საყრდენზე ან დაამაგრეთ სამაგრზე (10) ან
შტატივზე (17).
Bosch Power Tools
ავტომატური ნიველირების ფუნქცია კომპენსირებს
უთანაბრობას თვითგათანაბრების დიაპაზონის
ფარგლებში ±4°. საზომი ხელსაწყო
ნიველირებულია, როგორც კი ლაზერის სხივები
იწყებენ მუდმივ ნათებას.
თუ ავტომატური ნიველირება შეუძლებელია,
მაგალითად, რადგან ზედაპირი, რომელზეც
განთავსებულია საზომი ხელსაწყო, განსხვავდება
ჰორიზონტალისგან 4°-ზე მეტით, ლაზერული
ხაზები თავიდან სწრაფად ციმციმებენ 2 წ. შემდეგ
ლაზერული ხაზები აინთება 5 წ, რის შემდეგ ისინი
ციმციმებენ რამდენიმეჯერ ყოველ 5 წ სწრაფ
ტემპში. საზომ ხელსაწყოზე ჩართულია დახრის
ფუნქცია.
ავტომატური ნიველირების ფუნქციასთან მუშაობის
გასაგრძელებლად, მოათავსეთ საზომი ხელსაწყო
ჰორიზონტალურად და დაელოდეთ ავტომატურ
თვითნიველირებას. მას შემდეგ, რაც საზომი
ხელსაწყო შევა ავტომატური ნიველირების
დიაპაზონში ±4°, ლაზერის სხივები დაიწყებენ
უწყვეტ ნათებას.
მუშაობის დროს რყევების ან პოზიციის ცვლილების
შემთხვევაში, საზომი ხელსაწყო ავტომატურად
თვითნიველირდება. ნიველირების შემდეგ,
შეამოწმეთ ლაზერის სხივების პოზიცია საზომი
წერტილების მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ
შეცდომები საზომი ხელსაწყოს გადაადგილების
გამო.
დახრის ფუნქციასთან მუშაობა (იხ. სურ. K)
მოათავსეთ საზომი ხელსაწყო დახრილ
ძზედაპირზე. დახრის ჩართული ფუნქციის
მუშაობისას ლაზერული ხაზები ჯერ ციმციმებენ
სწრაფ ტემპში 2 წ. შემდეგ ლაზერული ხაზები
აინთება 5 წ, რის შემდეგ ისინი ციმციმებენ
რამდენიმეჯერ ყოველ 5 წ სწრაფ ტემპში.
დახრის ჩართული ფუნქციის მუშაობისას,
ლაზერული ხაზები აღარ ნიველირდება და არ
ქმნიან სავალდებულოდ პერპენდიკულარულს.
საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება
სიზუსტეზე მოქმედი ფაქტორები
ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემოს
ტემპერატურა. კერძოდ, ლაზერის სხივის გადახრა
შესაძლებელია ტემპერატურის ვარდნის გამო
იატაკიდან ზემოთ.
ჩვენ გირჩევთ საზომი ინსტრუმენტი გამოიყენოთ
შტატივზე, რათა სითბოს ზემოქმედება მიიყვანოთ
მინიმუმამდე, რომელიც ქვევიდან მოდის. გარდა
ამისა, დააყენეთ საზომი ინსტრუმენტი,
შეძლებისდაგვარად სამუშაო ზედაპირის შუაში.
გარდა გარე ზემოქმედებისა, მოწყობილობის
სპეციფიკურმა ზემოქმედებამ (მაგალითად, დაცემა
ან ძლიერი დარტყმა) ასევე შეიძლება გამოიწვიოს
გადახრები.ამიტომ, სამუშაოს ყოველი დაწყების
წინ შეამოწმეთ ნიველირების სიზუსტე.
თუ ერთ-ერთი შემოწმების დროს საზომი ხელსაწყო
გადააჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ გადახრას, ის
ქართული | 55
1 609 92A 8LN | (21.03.2023)