აისახება ანიმაცია მოქმედებების დაწვრილებითი აღწერით არჩეული
გაზომვის ფუნქციებისთვის.
დააჭირეთ ღილაკს
დასათვალიერებლად.
სიზუსტის შემოწმება
რეგულარულად შეამოწმეთ დახრის გაზომვის და მანძილის გაზომვის
სისწორე (GLM 50-23 G).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე
ექსპლუატაციის ელექტრონულ სახელმძღვანელოში:
www.bosch-pt.com/manuals
შეტყობინება შეცდომის შესახებ
თუ სწორი გაზომვის შესრულება შეუძლებელია, დისპლეიზე აისახება
შეტყობინება შეცდომის შესახებ Error.
შეეცადეთ ხელახლა შეასრულოთ გაზომვის პროცესი.
თუ შეტყობინება შეცდომის შესახებ განმეორდება, გამორთეთ და
ხელახლა ჩართეთ საზომი ხელსაწყო, შემდეგ ხელახლა დაიწყეთ
გაზომვა.
საზომი ხელსაწყო ყოველი გაზომვისას აკონტროლებს სწორ
მუშაობას. დეფექტის აღმოჩენისას, დისპლეიზე აისახება
მხოლოდ გვერდით გამოსახული სიმბოლო და საზომი
ხელსაწყოს გამოირთვება. ასეთ შემთხვევაში წაიღეთ საზომი
ხელსაწყო ტექნიკური მომსახურების სახელოსნოში.
ტექნიკური მომსახურება და სერვისი
ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
საზომი ხელსაწყოს შენახვა და ტრანსპორტირება აუცილებლად
განახორციელეთ მიწოდების კომპლექტში შემავალ დამცავ გარსაცმში.
საზომი ხელსაწყო ყოველთვის სუფთა უნდა იყოს.
არასოდეს ჩაძიროთ საზომი ხელსაწყო წყალში ან სხვა სითხეში.
გაწმინდეთ ჭუჭყი რბილი, ნესტიანი ქსოვილით. არ გამოიყენოთ
საწმენდი საშუალებები ან გამხსნელები.
Bosch Power Tools
, შემდეგი ან წინა ნაბიჯის
ან
ქართული | 295
1 609 92A 8LG | (28.02.2024)