Télécharger Imprimer la page

Ego Power+ STA1600 Mode D'emploi page 307

Publicité

ხელსაწყოს გაწმენდის წესი
ხელსაწყოს გაწმენდის წესი
მოაცილეთ ბალახი, რომელიც
დახვეულია მოტორის ლილვსა და
სათიბის თავაკზე.
გამოიყენეთ მცირე ფუნჯი ან პატარა
მტვერსასრუტი რათა გაწმინდოთ
ხელსაწყოს საჰაეროები ბუდის უკანა
მხარეს.
გაწმინდეთ ხელსაწყო ნოტიო ქსოვილით
და რბილი სარეცხი საშუალებით.
არ გამოიყენოთ ძლიერი გამწმენდი
საშუალებები პლასტმასის ბუდეზე ან
სახელურზე. ისინი შესაძლოა დაზიანდეს
ისეთი არომატიზატორებით, როგორიცაა
ნაძვის ან ლიმნის ზეთი, ან ნავთის ტიპის
გამხსნელი საშულებებით. სინესტემ ასევე
შეიძლება შექმნას ელექტრული შოკის
საფრთხე. რბილი, მშრალი ქსოვილით
მოწმინდეთ ხელსაწყოს ნებისმიერი ნესტი,
გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფის კბილანების შეზეთვა
გადაცემათა კოლოფში არსებული
კბილანები საჭიროებენ პერიოდულ
შეზეთვას სპეციალური საპოხით. შეამოწმეთ
გადაცემათა კოლოფის შეზეთვის დონე
ექსპლუატაციის ყოველ 50 საათიან პერიოდში
კოლოფის გვერდითა მხარეს მოთავსებული
დამლუქავი ხრახნის მოხსნით.
თუ კბილანების გვერდებზე საპოხი მასალა
არ სჩანს, მიყევით ქვემოთ მოცემულ
ინსტრუქციას და შეავსეთ გადაცემათა
კოლოფის სივრცე 3/4-ზე საპოხი მასალით.
ბოლომდე არ გაავსოთ გადაცემათა კოლოფი.
1.
დაიჭირეთ ელექტრო სათიბი
გვედულად იმგვარად რომ დამლუქავი
ხრახნი აღმოჩნდეს ზედა მხარეს .
2.
გამოიყენეთ არსებული
მრავალფუნქციური ქანჩის გასაღები,
რათა მოუშვათ და მოხსნათ დამლუქავი
ხრახნი.
3.
გამოიყენეთ ზეთის შპრიცი (არ არის
კომპლექტში), რათა შეიყვანოთ
საპოხი მასალა ხრახნის ნასვრეტში; არ
გადააჭარბოთ მოცულობის 3/4-ზე მეტს.
4.
საპოხის შეყვანის შემდეგ დაუჭირეთ
დამლუქავი ხრახნი.
ხელსაწყოს შენახვის წესი
ხელსაწყოს შენახვის წესი
მოხსენით აკუმულატორი ძალოვანი
თავაკიდან.
საფუძვლიანად გაწმინდეთ ხელსაწყო
შენახვამდე.
თუ ელექტრო სათიბი მიმაგრება მოხსნილია
ელექტრული თავიდან და შენახულია
ცალკე: მოარგეთ მიმაგრების ტარის ბოლოს
ხუფი, რათა აიცილოთ თავიდან ჭუჭყის
მოხვედრა სამაგრ ქუროში.
შეინახეთ ხელსაწყო მშრალ, კარგად
განიავებად ადგილას ჩაკეტილ და მაღალ
სათავსოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ
ადგილას. არ შეინახოთ ხელსაწყო სასუქის,
ბენზინის და სხვა ქიმიური ნივთიერებების
სიახლოვეს.
ძუის საჭრელი დანის გალესვა
ძუის საჭრელი დანის გალესვა
გაფრთხილება: ყოველთვის დაიცავით
გაფრთხილება:
თქვენი ხელები დამცავი ხელთათმანებით,
როცა საჭრელი ხაზის დანას უტარებთ
ნებისმიერ ტექმომსახურებას.
1.
მოხსენით აკუმულატორი.
2.
მოხსენით ძუის საჭრელი დანა დამცავ
ეკრანს.
3.
მჭიდროდ დაამაგრეთ დანა გირაგში.
4.
გამოიყენეთ მხედველობის დამცავი
დაშუალება და ხელთათმანები
და გამოიჩინეთ სიფრთხილე არ
დაიზიანოთ თავი.
5.
ფრთხილად გაქლიბეთ დანის მჭრელი
პირები ქლიბით ან სალესი ქვით,
პირველადი მჭრელი დანის დახრის
კუთხის შენარჩუნებით.
6.
მოათავსეთ დანა დამცავ აკრანზე და
დაამგრეთ ორი ხრახნით.
ელექტრო სათიბი მიმაგრება — STA1600
KA
307

Publicité

loading