Télécharger Imprimer la page

Beko DU 9139 TA Manuel De L'utilisateur page 37

Publicité

Les langues disponibles

Les langues disponibles

Allergy UK წარმოადგენს
ალერგიასთან ბრძოლის
ბრიტანული ფონდის
სასაქონლო ნიშანს.
დამტკიცების ნიშანი
დაინტერესებულ პირს
მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტი
მნიშვნელოვანწილად ამცირებს
ალერგენების რაოდენობას გარემოში,
რომელშიც იმყოფება ალერგიული
ადამიანი, ან იმაზე, რომ პროდუქტი
ზღუდავს/ამცირებს/ანადგურებს
ალერგენებს. მიზანს წარმოადგენს იმის
დამტკიცება, რომ პროდუქტები
მეცნიერულად შემოწმებულია ან
გაანალიზებულია საგრძნობი შედეგების
მისაღებად.
5.5 დამატებითი ფუნქციები
შრობის დონე
შრობის დონის ღილაკი გამოიყენება
შრობის სასურველი დონის დასაყენებლად.
პროგრამის დრო შეიძლება შეიცვალოს
არჩეული ვარიანტის მიხედვით.
C
შენიშვნა!
ამ ფუნქციის გააქტიურება შეგიძლიათ
პროგრამის დაწყებამდე.
დაჭმუჭნის თავიდან აცილება
დაჭმუჭნის თავიდან აცილების ფუნქციის
ჩართვა და გამორთვა შეგიძლიათ
დაჭმუჭნის თავიდან აცილების პროგრამის
არჩევის ღილაკზე დაჭერით. თუ პროგრამის
დასრულებისთანავე არ გამოიღებთ სარეცხს
მანქანიდან, შეგიძლიათ გამოიყენოთ
სარეცხის დაჭმუჭნის თავიდან აცილების
ფუნქცია.
ხმოვანი გაფრთხილება
როცა პროგრამა დაასრულებს მუშაობას,
საშრობი მანქანა გამოსცემს ხმოვან
გაფრთხილებას. დააჭირეთ ღილაკს
„ხმოვანი გაფრთხილება", თუ არ გსურთ
ხმოვანი გაფრთხილების მოსმენა. ხმოვანი
გაფრთხილების ღილაკზე დაჭერისას
პროგრამის მუშაობის დასრულების შემდეგ
განათება ჩაქრება და ხმა არ გამოიცემა.
C
შენიშვნა!
შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია
პროგრამის გაშვებამდე ან პროგრამის
გაშვების შემდეგ.
საშრობი/ მომხმარებლის ცნობარი
დაბალი ტემპერატურა
ამ ფუნქციის გააქტიურება შეგიძლიათ
მხოლოდ პროგრამის გაშვებამდე.
შეგიძლიათ გაააქტიუროთ ეს ფუნქცია,
თუ გსურთ გააშროთ სარეცხი დაბალ
ტემპერატურაზე. ფუნქციის გააქტიურების
შემდეგ პროგრამის ხანგრძლივობა
გაიზრდება.
დასრულების დრო
დასრულების დროის ფუნქციით
საშუალებით შეგიძლიათ დააყოვნოთ
პროგრამის დასრულების დრო 24 საათამდე
პერიოდით.
1. გააღეთ სარეცხის ჩასატვირთი კარი და
მოათავსეთ სარეცხი.
2. აირჩიეთ შრობის პროგრამა.
3. დააჭირეთ დასრულების დროის არჩევის
ღილაკს და დააყენეთ სასურველი დროითი
დაყოვნება. ჩაირთვება დასრულების დროის
LED. (ღილაკზე ხანგრძლივად დაჭერისას
დასრულების დროის ფუნქცია უწყვეტად
იმუშავებს).
4. დააჭირეთ გაშვების/ლოდინის ღილაკს.
დაიწყება დასრულების დროის ათვლა.
ნიშანი „:" აციმციმდება ნაჩვენები დროითი
დაყოვნების ცენტრში.
C
შენიშვნა!
დასრულების დროის ამოწურვამდე
შეგიძლიათ დაამატოთ ან
გამოიღოთ სარეცხი. ნაჩვენები დრო
წარმოადგენს ნორმალური შრობის
დროისა და დასრულების დროის
ჯამურ მნიშვნელობას. ათვლის
დასრულებისთანავე დასრულების
დროის LED გამოირთვება, დაიწყება
შრობა და ჩაირთვება შრობის LED.
დასრულების დროის შეცვლა
თუ გსურთ შეცვალოთ ხანგრძლივობა
ათვლის განმავლობაში:
დაატრიალეთ ჩართვის/გამორთვის/
პროგრამის არჩევის ღილაკი და გააუქმეთ
პროგრამა. აირჩიეთ სასურველი პროგრამა
და კიდევ ერთხელ აირჩიეთ დასრულების
დრო.
დასრულების დროის ფუნქციის გაუქმება
თუ გსურთ გააუქმოთ დასრულების
დროის ათვლა და დაუყოვნებლივ გაუშვათ
პროგრამა:
დაატრიალეთ ჩართვის/გამორთვის/
პროგრამის არჩევის ღილაკი და გააუქმეთ
პროგრამა. აირჩიეთ სასურველი პროგრამა
37

Publicité

loading