13. უსაფრთხოების ბარიერის ძელი
(მხოლოდ ბუჩქის საკრეჭის
თავაკისთვის)
14. უსაფრთხოების ბარიერის ძელის
ჩამკეტი (მხოლოდ ბუჩქის საკრეჭის
თავაკისთვის)
15. გარეთა შვერილი (მხოლოდ ბუჩქის
საკრეჭის თავაკისთვის)
16. ქანჩი (მხოლოდ ბუჩქის საკრეჭის
თავაკისთვის)
17. კომბინირებული ქანჩის გასაღები
18. ექვსწახნაგა შლიცის გასაღები
აწყობა
გაფრთხილება: თუ რომელიმე ნაწილი
დაზიანებულია ან დაკარგულია, არ
ისარგებლოთ ხელსაწყოთი სანამ ყველა
ნაწილი არ შეიცვლება. ხელსაწყოთი
სარგებლობას დაზიანებული ან დანაკლისი
ნაწილებით შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული
პირადი ზიანი.
გაფრთხილება: არ სცადოთ ხელსაწყოს
გადაკეთება ან ისეთი ნაწილების გამოყენება,
რომლებიც არაა რეკომენდირებული ამ
ელექტრო სათიბისთვის. ნებისმიერი
მსგავსი ცვლილება ან მოდიფიკაცია არის
ხელსაწყოს არასათანადო გამოყენება
და შესაძლოა წარმოქმნას სახიფათო
მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა
გამოიწვიოს სერიოზული პირადი ზიანი.
გაფრთხილება:უცაბედი ჩართვის
გამოსარიცხად, რომელმაც შესაძლოა
გამოიწვიოს სერიოზული პერსონალური
ზიანი, ყოველთვის ამორთეთ
აკუმულატორის კონექტორი ბუდიდან
როდესაც ხდება ხელსაწყოს აწყობა.
გაფრთხილება: როდესაც ხელსაწყოზე
დამონტაჟებულია ბუჩქის საკრეჭის თავაკი,
მას უნდა მიემაგროს უსაფრთხოების
ბარიერის ძელი.
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — STX3800
დამცავი ეკრანის დამონტაჟება
გაფრთხილება: ყოველთვის გამოიყენეთ
ხელთათმანები, როდესაც ამონტაჟებთ
ან ცვლით დამცავ ეკრანს. ფრთხილად
მოეპყარით დანას ეკრანზე და დაიცავით
ხელი გაჭრისგან.
გაფრთხილება: არ გამოიყენოთ
ხელსაწყო მჭიდროდ დამაგრებული
დამცავი ეკრანის გარეშე. დამცავი ეკრანი
ყოველთვის უნდა იყოს დამაგრებული
ხელსაწყოზე, რათა დაიცვას მომხმარებელი!
არ შეეცადოთ მოხსნათ ან შეასწოროთ
დამცავი ეკრანის პოზიცია, თუ საჭიროა
მისი შეცვლა, მიმართეთ კვალიფიციურ
სერვისის ტექნიკოსს! მოუშვით და
მოხსენით ორი ხრახნი დამცავ ეკრანს
(ნახ. B),
გაუსწორეთ დამცავ ეკრანზე არსებული
ხვრელები ასაწყობ ხვრელებს და დაამაგრეთ
ეკრანი ტარის ფუძეზე ორი ხრახნითა და
შუასადებით (ნახ. C).
გაფრთხილება: დარწმუნდით რომ
დამცავი ეკრანი დამაგრებულია, როგორც
ნაჩვენებია ნახ. B და C-ზე, ნებისმიერი
სხვაგვარი დამაგრება არის სახიფათო!
ჩარჩოსებრი სახელურის დამაგრება და
გასწორება
1. გააჩერეთ მოტორი და ამორთეთ
აკუმულატორის კონექტორი ბუდიდან,
თუ ის შეერთებულია.
2. მოუშვით ფრთიანი ქანჩი რათა
განაცალკევოთ ჩარჩოსებრი სახელური
(ნახ. D).
შენიშვნა: დაამონტაჟეთ უსაფრთხოების
ბარიერის ძელის კომპლექტი ჩარჩოსებრ
სახელურზე ორი ხრახნით როდესაც
ხელსაწყოზე მორგებულია ბუჩქის საკრეჭი
თავაკი.
ნახ. D ნაჩვენები ნაწილების აღწერა
მოცემულია ქვევით:
311
KA