Télécharger Imprimer la page

Huawei Band 7 Guide De Démarrage Rapide page 25

Masquer les pouces Voir aussi pour Band 7:

Publicité

გვერდს https://consumer.huawei.com/ka/support/ და შეიყვანეთ სავაჭრო დასახელება საძიებო ველში.
თქვენი მოწყობილობის დაყენება
დააწყვილეთ მოწყობილობა ტელეფონთან Huawei Health აპის გამოყენებით. Huawei Health აპის ჩამოსატვირთად
დაასკანირეთ გვერდი 1-ზე მოცემული QR კოდი ან მოიძიეთ „Huawei Health" AppGallery-ში ან საიტზე: Consumer.huawei.
com. დაწყვილების დასასრულებლად დაამატეთ თქვენი მოწყობილობა Huawei Health აპში და მიჰყევით ეკრანზე
მოცემულ მითითებებს.
მუშაობა და უსაფრთხოება
• იდეალური ტემპერატურული დიაპაზონია -10°C-დან +45°C-მდე.
• მოარიდეთ მოწყობილობა და კვების ელემენტი ჭარბი სითბოს წყაროს და მზის პირდაპირ სხივებს. ნუ დადებთ მათ
ისეთ გამათბობელ მოწყობილობებზე, როგორიცაა მიკროტალღური ღუმელი, ქურა ან რადიატორი, ან მათ შიგნით. ნუ
დაშლით, შეცვლით, დააგდებთ ან დააწვებით მას. ნუ ჩადებთ მასში უცხო საგნებს, ნუ ჩაძირავთ სითხეში, მოარიდეთ
გარე ძალასა თუ ზეწოლას, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს მისი გაჟონვა, გადახურება, ცეცხლის მოკიდება და
აფეთქებაც კი.
• მოწყობილობას აქვს ჩაშენებული კვების ელემენტი, რომლის მოხსნაც შეუძლებელია. არ სცადოთ კვების ელემენტის
ამოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწყობილობა შეიძლება დაზიანდეს.
• მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების ადაპტერი მიერთებულია როზეტში თქვენს
მოწყობილობებთან ახლოს და ადვილად ხელმისაწვდომია.
• გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს და მოწყობილობის მწარმოებელს იმის დასადგენად, ხომ არ შეუშლის ხელს ეს
მოწყობილობა თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მუშაობას.
• ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობას და არ არის განკუთვნილი დაავადების
დიაგნოსტირების, მკურნალობის, მართვისა თუ პრევენციისთვის. ყველა მონაცემი და გაზომვის შედეგი
გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ საინფორმაციო მიზნით. თუ მოწყობილობის ტარებისას კანზე დისკომფორტს
იგრძნობთ, მოიხსენით იგი და მიმართეთ ექიმს.
• კარდიოსტიმულატორების მწარმოებლები გირჩევენ, რომ მანძილი მოწყობილობასა და კარდიოსტიმულატორს შორის
იყოს მინიმუმ 15 სმ, რათა მოხდეს კარდიოსტიმულატორის პოტენციური შეფერხების თავიდან აცილება. თუ
კარდიოსტიმულატორს იყენებთ, იქონიეთ მოწყობილობა კარდიოსტიმულატორის საპირისპირო მხარეს და არ ატაროთ
მოწყობილობა წინა ჯიბით.
23

Publicité

loading

Ce manuel est également adapté pour:

Lea-b19