Télécharger Imprimer la page

Huawei SGA-B19 Guide De Démarrage Rapide page 62

Publicité

1 მიამაგრეთ ყურსასმენები უშუალოდ საათის სახურავის შიდა მხარეზე, ყურის სადებებით ქვემოთ.
2 დახურეთ საათის ხუფი.
ყურსასმენების დამუხტვა: მოათავსეთ ყურსასმენები საათში და დახურეთ საათის ხუფი. საათი ყურსასმენებს ავტომატურად დამუხტავს.
ყურსასმენების დამუხტვის სტატუსი და კვების ელემენტის დონე შეგიძლიათ იხილოთ საათის ეკრანზე.
ფრთხილად იყავით ყურსასმენების ბუდეებში მოთავსებისას. ჩადებისას ზედმეტმა ძალდატანებამ შეიძლება დააზიანოს
დამტენი ტერმინალი.
თუ საათის კვების ელემენტში მუხტი ცოტაა, ვერ შეძლებს ყურსასმენების დატენას. ყურსასმენების დასატენად დარწმუნდით,
რომ საათის კვების ელემენტში მუხტი საკმარისადაა.
ყურსასმენები იტენება საათში არსებული დამტენი გასართების გამოყენებით. ყურსასმენების საათის სახურავზე ხშირად
მიმაგრებამ და მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს უმნიშვნელო ნაკაწრები ყურსასმენებსა და ბუდეებზე. ეს ნორმალურია და არ
იმოქმედებს ყურსასმენების მუშაობაზე.
დამუხტვა
მოათავსეთ დამტენი მოწყობილობის უკანა მხარეს დატენის ზონაზე, შემდეგ შეაერთეთ კაბელი დენის წყაროსთან და დაელოდეთ ეკრანზე
კვების ელემენტის დონის გამოჩენას.
უზრუნველყავით, რომ მოწყობილობა და მისი აქსესუარები სუფთა და მშრალი იყოს.
უსაფრთხოების ზომები
არ დაუშვათ წყლის შეღწევა მოწყობილობის შიგნით ხელის ან სახის დაბანის დროს.
ყურსასმენების ბუდეები არ არის წყალგამძლე. თუ ყურსასმენების ბუდეები დასველდება, მაშინვე გაამშრალეთ ქსოვილით ან ქაღალდით.
არ გამოიყენოთ მოწყობილობა სველ ადგილებში, მაგალითად, საშხაპეში, ცურვის ან ყვინთვის დროს.
დახმარების მიღება
დაკავშირებისა და ფუნქციების შესახებ, ასევე გამოყენებასთან დაკავშირებით რჩევებისთვის იხილეთ ონლაინ დახმარება Huawei Health აპში.
საავტორო უფლება © Huawei Device Co., Ltd. 2023. ყველა უფლება დაცულია.
წინამდებარე დოკუმენტი არის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის და არ იძლევა არანაირი სახის გარანტიას.
სავაჭრო ნიშნები და ნებართვები
სიტყვიერი ნიშანი და ლოგო არის Bluetooth SIG, Inc.-ის კუთვნილი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნები და Huawei Technologies Co.,
®
Bluetooth
Ltd.-ს მიერ ასეთი ნიშნების ნებისმიერი გამოყენება ლიცენზირებულია. Huawei Device Co., Ltd. წარმოადგენს Huawei Technologies Co., Ltd.-ს
ფილიალს.
სხვა ხსენებული სასაქონლო ნიშნები, პროდუქტების, სერვისებისა და კომპანიების სახელები შეიძლება იყოს მათი შესაბამისი მფლობელების
საკუთრება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ, თუ როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებგვერდზე https://consumer.huawei.com/privacy-policy.
მუშაობა და უსაფრთხოება
დაუდასტურებელი ან არათავსებადი კვების გარდამქმნელის, დამტენის ან კვების ელემენტის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის
გაჩენა, აფეთქება ან სხვა საფრთხეები.
სმენის შესაძლო დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დიდხანს ნუ მოუსმენთ მაღალ ხმაზე.
იდეალური ტემპერატურა: მუშაობისთვის 0°C-დან 35°C-მდე, შენახვისთვის -20°C-დან +35°C-მდე.
მოწყობილობა და კვების ელემენტი იქონიეთ ძლიერი სიცხისა და მზის პირდაპირი სხივებისაგან მოშორებით. არ მოათავსოთ ისინი
გამათბობელ მოწყობილობებთან, მათ შორის, მიკროტალღურ ღუმელთან, ქურასთან ან რადიატორთან ან მათზე. არ დაშალოთ, შეცვალოთ,
გადააგდოთ ან გამოწუროთ ის. არ ჩადოთ მასში უცხო საგნები, არ ჩაძიროთ სითხეში, მოარიდეთ გარე ძალასა თუ ზეწოლას, რადგან ამან
შესაძლოა მისი გაჟონვა, გადახურება, ცეცხლის მოკიდება და აფეთქებაც კი გამოიწვიოს.
მოწყობილობას აქვს ჩაშენებული კვების ელემენტი, რომლის ამოღებაც შეუძლებელია. არ სცადოთ კვების ელემენტის ამოღება, წინააღმდეგ
შემთხვევაში, მოწყობილობა შეიძლება დაზიანდეს.
მოწყობილობის დამუხტვისას დარწმუნდით, რომ კვების გარდამქმნელი შეერთებულია როზეტში თქვენს მოწყობილობასთან ახლოს და
ადვილად ხელმისაწვდომია.
გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და მოწყობილობის მწარმოებელს, რათა დადგინდეს, შეიძლება თუ არა თქვენი მოწყობილობის მუშაობამ ხელი
შეუშალოს თქვენი სამედიცინო მოწყობილობის მუშაობას.
60

Publicité

loading