EGO Power+ Mower LM1900E Manuel D'utilisation page 378

Table des Matières

Publicité

არ გადაიხაროთ - ყოველთვის დაიცავით
ბალანსი და მყარად იდექით ფეხზე.
საგნებმა, რომლებსაც შეეჯახება
გაზონსაკრეჭი, შესაძლოა მიაყენონ
სერიოზული ფიზიკური ზიანი.
გაზონი ყოველთვის გულდასმით უნდა
შემოწმდეს და გასუფთავდეს ყველა
საგნისგან ყოველი გაკრეჭის წინ.
უკუსვლით მოძრაობის დაწყებამდე
და მის პროცესშიც, მოიხედეთ უკან
და დაბლა, რათა შეამოწმოთ ხომ არ
გეღობებიან პატარა ბავშვები ან სხვა
პირები.
ეს ხელსაწყო არ არის სათამაშო.
ამგვარად, გამოიჩინეთ განსაკუთრებული
სიფრთხილე ნებისმიერ დროს მისით
სარგებლობისას. თქვენი ხელსაწყო
განკუთვნილია ერთი ტიპის სამუშაოს
შესასრულებლად: გაზონის ბალახის
გაკრეჭა. არ გამოიყენოთ ის სხვა
მიზნებისთვის.
არ დაატანოთ ძალა გაზონსაკრეჭს - ის
უკეთ და უფრო უსაფრთხოდ გააკეთებს
იმ საქმეს, რომლისთვისაც განკუთვნილია
იგი.
ხელსაწყოს გამოყენებამდე ყოველთვის
ვიზულაურად შეამოწმეთ რომ დანა,
დანის ჭანჭიკები და საჭრელი ნაწილი
არ არის გაცვეთილი ან დაზიანებული.
შეცვალეთ გაცვეთილი ან დაზიანებული
დანა და ჭანჭიკები და ნებისმიერი სხვა
კომპონენტები ერთდროულად, რათა
დაიცვათ ხელსაწყოს ცვეთის ბალანსი.
შეცვალეთ დაზიანებული ან გაცვეთილი
ეტიკეტები.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე
როდესაც უკან მოძრაობთ ან ქაჩავთ
ხელსაწყოს თქვენსკენ.
დაწვრილებით შეამოწმეთ ისე არე, სადაც
უნდა გამოიყენოთ ხელსაწყო. მოაცილეთ
ყველა ქვა, ჯოხი, სადენი, სათამაშო ან
KA
სხვა უცხო სხეული, რომელსაც შესაძლოა
გამოედოს ხელსაწყო ან გაისროლოს
მანქანის მოძრავმა დანამ. გამოტყორცნილმა
საგნებმა შესაძლოა მოგაყენოთ
სერიოზული პირადი ზიანი. ისე დაგეგმეთ
თქვენი გაზონის ჭრის მიმართულება, რომ
378
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო გაზონსაკრეჭი — LM1900E/LM1900E-SP
მოერიდოთ ნარჩენი საგნების დაცლას
გზების, ტროტუარების, გარეშე პირების და
მსგავი მიმართულებით. ასევე მოერიდეთ
ნარჩენი საგნების დაცლას კედლისა და
სხვა წინაღობებისკენ, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს გამოსროლილი ნივთიერების
მომხმარებლიკენ რიკოშეტი.
დარჩით ოპერატორის ზონაში
სახელურების უკან და მოარიდეთ
ბავშვები, გარეშე პირები, დამხმარეები
და შინაური ცხოველები მინიმუმ 30
მ მანძილით გაზონსაკრეჭს მუშაობის
პროცესში, რათა თავიდან აირიდოთ
დანასთან შეხება ან დაზიანება
გამოსროლილი სხეულების მიერ. გააჩერეთ
ხელსაწყო თუ ვინმე შემოვა სამუშაო არეში.
თვალების დაცვის მიზნით ყოველთვის
მოირგეთ უსაფრთხოების თვალსაფარი
ან სათვალე მუშაობისას და როცა ახდენთ
ხელსაწყოს რეგულირებას ან შეკეთებას.
გამოტყორცნილმა საგნებმა, რომლებიც
რიკოშეტირდება, შესაძლოა მოგაყენოთ
სერიოზული ზიანი თვალის არეში.
ყოველთვის გაიკეთეთ სახის ნიღაბი
ან მტვრის საწინააღმდეგო ნიღაბი თუ
მუშაობისას წარმოიქმნება მტვერი.
ჩაიცვით შესაბამისად - არ გამოიყენოთ
განიერი, ფრიალა ტანსაცმელი და
ძვირფასეულობა. ისინი შესაძლოა
ჩაითრიოს ხელსაწყოს მოძრავმა
ნაწილებმა. რეკომენდირებულია რეზინის
ხელთათმანების და ფეხსაცმელის
გამოყენება გარეთ მუშაობისას.
ჩაიცვით მყარი, სქელლანჩიანი
სამუშაო ფეხსაცმელი და მჭიდროდ
მოტკეცილი შარვალი და პერანგი.
რეკომენდირებულია ისეთი პერანგის
და შარვლის გამოყენება, რომელიც
ფარავს მკლავებს და ფეხებს და ასევე
მყარწვერიანი ფეხსაცმელი. არასოდეს
ამუშაოთ ხელსაწყო ფეხშიშველმა,
სანდლებით, სრიალა ან მსუბუქი (ე.წ.
ნაჭრის) ფეხსაცმელებით.
არ მოათავსოთ ხელები ან ფეხები
მბრუნავი ნაწილების ახლოს ან მჭრელი
ნაწილის ქვეშ. დანასთან შეხებამ
შესაძლოა დააზიანოს ხელები და ფეხები.

Publicité

Table des Matières
loading

Ce manuel est également adapté pour:

Power+ mower lm1900e-spPower+ mower lm1903e-sp

Table des Matières