Télécharger Imprimer la page

Electrolux LFC319X Notice D'utilisation page 129

Masquer les pouces Voir aussi pour LFC319X:

Publicité

ნახშირის ფილტრი
6.2 ცხიმის ფილტრის გაწმენდა
ფილტრები დამონტაჟებულია
მოპირდაპირე მხარეზე ფიქსატორებისა და
წკირების გამოყენებით.
ფილტრის გასაწმენდად:
1. დააჭირეთ სამონტაჟო ფიქსატორის
სახელურს ფილტრის პანელზე,
გამწოვი ხუფის ქვეშ (1).
1
2
2. ოდნავ დააქანეთ ფილტრის წინა
ნაწილი ქვემოთ (2), შემდეგ კი
მოქაჩეთ.
გაიმეორეთ პირველი ორი ნაბიჯი ყველა
ფილტრისთვის.
3. გაწმინდეთ ფილტრები ღრუბლისა და
არააბრაზიული საწმენდი საშუალების
გამოყენებით ან ჭურჭლის სარეცხ
მანქანაში.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა
დაყენებული უნდა იყოს დაბალ
ტემპერატურასა და მოკლე ციკლზე.
ცხიმის ფილტრმა შეიძლება ფერი
შეიცვალოს, ეს არ აისახება
მოწყობილობის მუშაობაზე.
4. ფილტრების ხელახლა
დასამონტაჟებლად შეასრულეთ
პირველი ორი ნაბიჯი
უკუმიმდევრობით.
გაიმეორეთ ნაბიჯები ყველა
ფილტრისთვის, საჭიროებისამებრ.
ნახშირის ფილტრის გაჯერების დრო განსხვავდება საჭმლის მომზადების
პროცესის სახეობისა და ცხიმის ფილტრის გაწმენდის სიხშირის მიხედვით.
აქტივირებული ნახშირის ფილტრი არ ირეცხება, შეუძლებელია განახლება და
უნდა გამოიცვალოს მუშაობის დაახლოებით ყოველ 4/6 თვეში ან უფრო ხშირად
განსაკუთრებით დატვირთული გამოყენების შემთხვევაში.
6.3 ნახშირის ფილტრის გამოცვლა
გარფთხილება!
ნახშირის ფილტრი არარეცხვადია!
ფილტრის განახლება არ შეიძლება!
ნახშირის ფილტრის გამოსაცვლელად:
1. მოხსენით მოწყობილობას ცხიმის
ფილტრები.
გაეცანით „ცხიმის ფილტრის
გაწმენდას" ამ თავში.
2. შეაბრუნეთ ფილტრი საათის ისრის
საწინააღმდეგო მიმართულებით (1),
შემდეგ კი მოქაჩეთ (2).
ფილტრები თავიანთ ადგილზე რომ
დაამონტაჟოთ, მიჰყევით ამ ნაბიჯებს
უკუმიმდევრობით.
ნებისმიერ შემთხვევაში ფილტრები
მინიმუმ ყოველ ოთხ თვეში ერთხელ
უნდა გამოიცვალოს.
6.4 ნათურის გამოცვლა
გარფთხილება!
დაზიანების, დამწვრობის და დენის
დარტყმის რისკი! მუშაობის დაწყების
წინ, გამორთეთ მოწყობილობა
ელექტროენერგიის წყაროდან!
სანათის ნათურაზე შეხებამდე,
დარწმუნდით რომ გაგრილებულია.
129
1
2

Publicité

loading

Ce manuel est également adapté pour:

Lfc316x