Télécharger Imprimer la page

Electrolux EIS67483 Notice D'utilisation page 123

Publicité

Les langues disponibles
  • FR

Les langues disponibles

  • FRANÇAIS, page 79
6.12
Lock (ჩაკეტვა)
თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ მართვის
პანელი ქურის პანელის მუშაობის დროს.
ამით აიცილებთ გაცხელების პარამეტრის
შემთხვევით შეცვლას.
1. დააყენეთ ტემპერატურის პარამეტრი.
2. შეეხეთ ნიშანს
(მენიუ).
3. შეეხეთ
ფუნქციის აქტივაციისთვის.
ფუნქციის გამოსართავად , ხანგრძლივად
დააჭირეთ UNLOCK (განბლოკვა)-ს 4 წამის
განმავლობაში.
ქურის გამორთვისას, თქვენ ასევე
გამორთავთ ამ ფუნქციას.
6.13 Child Lock (ბავშვისთვის
დაბლოკვა)
ეს ფუნქცია აღკვეთს ქურის შემთხვევით
მუშაობას.
1. შეეხეთ ნიშანს
(მენიუ).
2. აირჩიეთ Settings (პარამეტრები) >
Setup (აწყობა) > Child Lock
(ბავშვისთვის დაბლოკვა).
3. ჩართეთ გადამრთველი და ფუნქციის
გასააქტიურებლად შეეხეთ ასოებს E-
U-O ანბანური თანმიმდევრობით.
ფუნქციის გამორთვისთვის გამორთეთ
გადამრთველი.
გააქტიურების შემდეგ ფუნქციის
ამუშავებას შეიძლება გარკვეული დრო
დასჭირდეს.
6.14
FUNCTIONS (ფუნქციები):
Pan-frying (ტაფაზე შეწვა)
ეს ფუნქცია საჭმლის შეწვისთვის
სათანადო ტემპერატურული რეჟიმის
დაყენების საშუალებას გაძლევთ. ქურა
არეგულირებს ტემპერატურას სხვადასხვა
ტიპის საკვების შესაბამისად და
ინარჩუნებს მას მთელი მომზადების
პერიოდის განმავლობაში. გაცხელების
პარამეტრის დაყენების შემდეგ,
ტემპერატურის ხელით რეგულირება აღარ
არის საჭირო.
, რათა გახსნათ Menu
, რათა გახსნათ Menu
ფრთხილად!
გამოიყენეთ მხოლოდ ცივი
სამზარეულოს ჭურჭელი.
არ დატოვოთ ქურის პანელი
უყურადღებოდ, როდესაც ფუნქცია
მუშაობს.
1. დადგით ტაფა ზეთის / ცხიმის გარეშე
საჭმლის მოსამზადებელ ერთ-ერთ
ზონაზე მარცხენა მხარეს. შეგიძლიათ
გამოიყენოთ საჭმლის მოსამზადებელი
ერთი ზონა ან დააკავშიროთ ორივე
ზონა, რასაც უზრუნველყოფს Bridge.
2. აირჩიეთ FUNCTIONS (ფუნქციები) >
Pan-frying (ტაფაზე შეწვა).
3. აირჩიეთ შეწვის დონე.
წინასწარი გახურება იწყება.
4. საჭიროების შემთხვევაში, დააყენეთ
ტაიმერის ფუნქცია.
ტაიმერი დაუყოვნებლივ იწყებს ათვლას.
როდესაც ტაფა განსაზღვრულ
ტემპერატურას მიაღწევს, გამოიცემა
აკუსტიკური სიგნალის ხმა და
კონტექსტური ფანჯარა გამოჩნდება. ახლა
შეგიძლიათ ტაფაზე ზეთი და საკვები
დაამატოთ. ფანჯრის დასახურად და
შეწვის დასაწყებად შეხებით აირჩიეთ OK
(კარგი). ფუნქციის მოქმედების
შესაწყვეტად შეხებით აირჩიეთ 0-ს
მართვის პანელზე.
მინიშნებები და რჩევები:
• მიჰყევით ეკრანზე გამოსახულ
ინსტრუქციას, თუ როდის უნდა
გადააბრუნოთ საკვები ან შეცვალოთ
ტემპერატურული პარამეტრი.
• საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ
სიმხურვალის ნაგულისხმევი დონე
შეცვალოთ.
• საკვების სქელი ნაჭრების ან ნედლი
კარტოფილის შემთხვევაში, შეწვის
პირველი 10 წუთის განმავლობაში
გამოიყენეთ თავსახური.
• მძიმე ტაფების გაცხელებას, შესაძლოა,
მეტი დრო დასჭირდეს.
• სამზარეულოს ჭურჭლის
გადახურებისა და დაზიანებისაგან
დასაცავად, გამოიყენეთ სიმხურვალის
დაბალი დონის მქონე ლამინირებული
ტაფები.
• არ გამოიყენოთ თხელი ემალირებული
ჭურჭელი. ის შეიძლება გადახურდეს
და დაზიანდეს.
ქართული ენ
123

Publicité

loading