შეცვალეთ ნაწილები, რომლებიც
გაბზარულია, გაღუნულია, აქვს შეცვლილი
ფორმა ან დაზიანებულია სხვაგვარად.
დამცავ ეკრანის კიდესთან მდებარე
მთიბავის დანა შესაძლოა დაჩლუნგდეს
დროთა განმავლობაში რეკომენდირებულია
მისი გალესვა პერიოდულად ქლიბის
საშუალებით ან ახალი დანის დამონტაჟება.
გაფრთხილება: ყოველთვის გამოიყენეთ
ხელთათმანები, როდესაც ამონტაჟებთ ან
ცვლით დამცავ ეკრანს ან ლესავთ/ცვლით
დანას. ფრთხილად მოეპყარით დანას
ეკრანზე და დაიცავით ხელი გაჭრისგან.
ყოველი გამოყენების შემდეგ
გაასუფთავეთ სათიბი.
ყურადღება: საჰაერობის დახშობა
ხელს უშლის ჰაერის შედინებას მოტორში
და გამოიწვევს მის გადახურებას და
დაზიანებას.
◾
გამოიყენეთ მხოლოდ რბილი საპონი
და ნოტიო ქსოვილი ხელსაწყოს
გასაწმენდად. არასდროს დაუშვათ
ხელსაწყოში სითხის შეღწევა; არასდროს
მოათავსოთ ხელსაწყოს რაიმე ნაწილი
სითხეში.
◾
ყოველთვის გაათავისუფლეთ მოტორის
საჰაეროები ნარჩენებისგან.
გაფრთხილება: არასდროს გამოიყენოთ
წყალი თქვენი სათიბის გასაწმენდად.
მოერიდეთ გამხსნელების გამოყენებას
ხელსაწყოს პლასტმასის ნაწილების
გაწმენდისას. უმეტესობა პლასტმასები
ზიანდება მათზე გამხსნელების გამოყენების
შედეგად. გამოიყენეთ სუფთა ტილო
ტალახის, მტვრის, ზეთის, ცხიმის და სხვ.
მოსაცილებლად.
სათიბი ძუის სიგრძის ცვლილება
სათიბის თავაკი აძლევს მომხმარებელს
საშუალებას გაზარდოს სათიბის ძუის
KA
სიგრძე მოტორის გაუჩერებლად. როდესაც
ძუა იცვითება და წყდება, დამატებითი
ძუის სიგრძის გამოშვება შესაძლებელია
სათიბის თავაკის მიწაზე რბილი დარტყმით
ხელსაწყოთი სარგებლობისას (ნახ. N).
286
56 ვოლტიანი ლითიუმ-იონის აკუმულატორიანი უსადენო ელექტრო სათიბი — ST1300E
შენიშვნა: ძუის გამოშვება მით უფრო
გართულდება, რაც ხვიაზე მისი სიგრძე
მოკლდება.
გაფრთხილება: არ მოხსნათ ან
შეცვალოთ ძუის საჭრელი დანის
კონსტრუქცია. საჭრელი ძუის დიდი სიგრძე
გამოიწვევს მოტორის გადახურებას, რამაც
შესაძლოა მოგაყენოთ სერიოზული ზიანი.
ძუის გამოცვლა
შენიშვნა: ყოველთვის გამოიყენეთ
რეკომენდირებული ნეილონის სათიბი ძუა,
რომლის დიამეტრი არ აღემატება 2.0 მმ-ს.
სხვა ტიპის ძუის გამოყენებამ შესაძლოა
გამოიწვიოს სათიბის გადახურება და
დაზიანება.
გაფრთხილება: არასოდეს გამოიყენოთ
მავთული, სხვა მეტალის ჩანართიანი
ზონარი, თოკი და სხვ. ესენი შესაძლოა
გაწყდეს და წარმოქმნას სახიფათო
გამოტყორცნილი სხეულები.
სათიბი ძუის შეცვლის ორი მეთოდი
არსებობს:
დაახვიეთ ახალი ძუა არსებულ კოჭაზე.
1.
დაამონტაჟეთ ახალი კოჭა წინასწარ
2.
დახვეული დახვეული ძუით (AS1302,
საჭიროების შემთხვევაში მოიკითხეთ
მომწოდებელთან).
დაახვიეთ ახალი ძუა არსებულ
კოჭაზე
დააჭირეთ კოჭის ფუძეზე არსებულ ორ
გამშვებ ღილაკს და მოხსენით კოჭის
დამჭერი (ნახ. O). გადაზომეთ დაახლოებით
5 მ სიგრძის 2.0 მმ დიამეტრის მქონე
სათიბი ძუა. დაკეცეთ და დაახვიეთ კოჭაზე
როგორც ნაჩვენებია ნახ. P და Q. ძუის
ბოლოები მოათავსეთ კოჭაზე არსებულ
ორ საპირისპირო ჭდეში (ნახ. R) და
მოათავსეთ კოჭა მის დამჭერში ისე რომ,
ჭდეები გაუსწორდეს კოჭის დამჭერზე
არსებულ ნასვრეტებს (ნახ. T). საბოლოოდ,
გაუსწორეთ დამჭერზე არსებული
ნასვრეტები კოჭის ფუძეზე არსებულ
ღილაკებს და თანაბრად დააწექით კოჭის
დამჭერს დაბლა, დარწმუნდით რომ ის